29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ჩეჩნეთში "ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით" 100 ადამიანი დააკავეს | Allnews.Ge

ჩეჩნეთში "ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით" 100 ადამიანი დააკავეს

ჩეჩნეთში სამართალდამცველებმა ჰომოქსუალობის ბრალდებით 100 ადამიანი დააკავეს, სულ მცირე, სამი პირი კი მოკლეს. ინფორმაციას ამის შასახებ რუსული მედია ავრცელებს. გამოცემა "ნოვაია გაზეტამ" ინფორმაცია ჩეჩნეთის პოლიციისა და სახელისუფლებლო წრეებში თავისი წყაროების მეშვეობით დაადასტურა, თუმცა, მეტი დეტალი არ გაუსაჯაროვებია.

ჰომოსექსუალების დაკავებისა და მკვლელობის ფაქტი უარყვეს რამზან კადიროვის ადმინისტრაციაში. ჩეჩნეთის ლიდერის პრეს-სპიკერის განმარტებით, ამ მუსლიმურ ქვეყანაში, ჰომოსექსუალები საერთოდ არ არიან, ამიტომ სამართალდამცველები არარსებულის დევნას ვერ დაიწყებდნენ.

რამზამ კადიროვი კრემლის ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. საერთაშორისო საზოგადოებამ ის ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა. კადიროვის სახელს ჩეჩნეთში ისლამის წინა პლანზე წამოწევა და ევროპის ყველაზე დიდი მეჩეთის მშენებლობა უკავშირდება.