01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა ცნობილია | Allnews.Ge

სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა ცნობილია

ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა დაასახელეს, - იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი".

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი აკბარჟონ ჯალილოვია, რომელიც 1995 წელს ქალაქ ოშში დაიბადა, ახლა კი რუსეთის მოქალაქეა.

ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა დღეს დაადასტურეს, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა.

"სავარაუდოდ, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა", - განუცხადა სააგენტო "ინტერფაქსს" ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა რახატ სულაიმანოვმა.