
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათახ ას-სისიმ ქვეყნის ორ ქალაქში მომხდარი ტერაქტების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით სამი თვით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა მოსახლეობას სატელევიზიო მიმართვისას ამცნო.
პრეზიდენტი ტერორიზმთან ბრძოლის უმაღლესი საბჭოს შექმნასაც გეგმავს. ას-სისის განცხადებით, ქვეყნის სპეცსამსახურებმა ექსტრემიზმთან საბრძოლველად ძალისხმევა გაააქტიურეს.
9 აპრილს ეგვიპტის ქალაქებში ტანტასა და ალექსანდრიაში თვითმკვლელების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 47 ადამიანი ემსხვერპლა და ასამდე დაშავდა.