
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა დაჭრილი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხებს, - აღნიშნულის შესახებ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცოი რიონ ხემ განაცხადა.
"ჩვენ, ბირთვული იარაღით გავანადგურებთ აშშ-ის ბირთვულ იარაღს", - აღნიშნა მან.
"თუ აშშ გაბედავს და პროვოკაციაზე წავა, ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელებთ გამანადგურებელ დარტყმას, ბირთვულ ომს ჩვენ ბირთვული დარტყმით ვუპასუხებთ", - დასძინა მან.
კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა, აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში, პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს იაპონიაში და სამხრეთ კორეაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე.
მკითხველის კომენტარები
(1)
Magari kazi iko.