
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, რუსული ენა მსოფლიოში საკუთარ გავლენას აქტიურად კარგავს. საბჭოთა კავშირის ყოფილმა წევრებმა ის თანდათანობით ამოიღეს ყოველდღიური ცხოვრებიდან - აღნიშნულ მოსაზრებას Financial Times-ის კორესპოდენტი სტივ ჯონსონი გამოთქვამს.
კორესპოდენტის თქმით, ეს ტენდენცია მოსკოვის გავლენის დაქვეითებასაც უსვამს ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის პრესტიჟის პოპულარიზაციას, უკრაინასა და სირიაში სამხედრო ინტერვენციის გზით ცდილობს.
ეროვნული გამოკითხვებისა და გაეროს მონაცემების მიხედვით, რუსული ენის მიერ გავლენის დაკარგვა, ყველაზე ნათლად ყაზახეთში შეინიშნება, სადაც ოჯახში რუსულ ენაზე მოსახლეობის 20,7 % საუბრობს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი 1994 წელს 33,7 %-ს შეადგენდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ყაზახეთში აღნიშნული ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნებდა, თუ მხედველობაში პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებასაც მივიღებთ, რომელმაც ლათინურ ანბანზე გადასვლის შესახებ განაცხადა.
ესტონეთსა და ლატვიაში მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რუსულ ენას მთავარ სასაუბრო ენად მიიჩნევდა, 1994 წლის შემდეგ, 10%-თ შემცირდა. მსგავსი სურათია უკრაინაშიც. რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა აზერბაიჯანში, ლიტვაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.
სტივ ჯონსონის სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოში რუსულად მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა 1,1%-მდე დაეცა.
საკონსალტინგო ფირმა Macro-Advisory უფროსმა პარტნიორმა, კრის უიფერმა, აღნიშნული ტენდენცია სრული თავისუფლების სურვილით ახსნა და განმარტა, რომ "ეს ქვეყნები საბჭოთა რეჟიმის ტყვეები იყვნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, მოისურვეს ყველაფრისგან გათავისუფლება, რაც წარსულს უკავშირდებოდა".
უიფერის თქმით, აღნიშნული ქვეყნები რუსულ ენაზე უარს ამბობენ, რათა რუსეთის პოლიტიკური და კულტურული გავლენისგან დისტანცირება მოახდინონ.
სტატიის ავტორმა ის ერთადერთი ქვეყანაც დასაახელა, რომელიც ზემოთ თქმულ ტენდენციას არ მისდევს, ეს ლუკაშენკოს ბელორუსია. ამ ქვეყანაში 1994 წელს რუსულ ენას მშობლიურს, მოსახლეობად ნახევარზე ოდნავ მეტი მოიხსენიებდა, 2016 წლის მონაცემებით, მათმა რაოდენობამ 71%-ს მიაღწია. ამაში განსაკუთრებული წვლილი ქვეყნის პრეზიდენტს მიძღვის, რომელმაც რეფერენდუმის შედეგად, რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოაცხადა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, რუსული ენა მსოფლიოში საკუთარ გავლენას აქტიურად კარგავს. საბჭოთა კავშირის ყოფილმა წევრებმა ის თანდათანობით ამოიღეს ყოველდღიური ცხოვრებიდან - აღნიშნულ მოსაზრებას Financial Times-ის კორესპოდენტი სტივ ჯონსონი გამოთქვამს.
კორესპოდენტის თქმით, ეს ტენდენცია მოსკოვის გავლენის დაქვეითებასაც უსვამს ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის პრესტიჟის პოპულარიზაციას, უკრაინასა და სირიაში სამხედრო ინტერვენციის გზით ცდილობს.
ეროვნული გამოკითხვებისა და გაეროს მონაცემების მიხედვით, რუსული ენის მიერ გავლენის დაკარგვა, ყველაზე ნათლად ყაზახეთში შეინიშნება, სადაც ოჯახში რუსულ ენაზე მოსახლეობის 20,7 % საუბრობს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი 1994 წელს 33,7 %-ს შეადგენდა.
ყაზახეთში აღნიშნული ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნებდა, თუ მხედველობაში პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებასაც მივიღებთ, რომელმაც ლათინურ ანბანზე გადასვლის შესახებ განაცხადა.
ესტონეთსა და ლატვიაში მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რუსულ ენას მთავარ სასაუბრო ენად მიიჩნევდა, 1994 წლის შემდეგ, 10%-თ შემცირდა. მსგავსი სურათია უკრაინაშიც. რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა აზერბაიჯანში, ლიტვაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.
სტივ ჯონსონის სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოში რუსულად მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა 1,1%-მდე დაეცა.
საკონსალტინგო ფირმა Macro-Advisory უფროსმა პარტნიორმა, კრის უიფერმა, აღნიშნული ტენდენცია სრული თავისუფლების სურვილით ახსნა და განმარტა, რომ "ეს ქვეყნები საბჭოთა რეჟიმის ტყვეები იყვნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, მოისურვეს ყველაფრისგან გათავისუფლება, რაც წარსულს უკავშირდებოდა".
უიფერის თქმით, აღნიშნული ქვეყნები რუსულ ენაზე უარს ამბობენ, რათა რუსეთის პოლიტიკური და კულტურული გავლენისგან დისტანცირება მოახდინონ.
სტატიის ავტორმა ის ერთადერთი ქვეყანაც დასაახელა, რომელიც ზემოთ თქმულ ტენდენციას არ მისდევს, ეს ლუკაშენკოს ბელორუსია. ამ ქვეყანაში 1994 წელს რუსულ ენას მშობლიურს, მოსახლეობად ნახევარზე ოდნავ მეტი მოიხსენიებდა, 2016 წლის მონაცემებით, მათმა რაოდენობამ 71%-ს მიაღწია. ამაში განსაკუთრებული წვლილი ქვეყნის პრეზიდენტს მიძღვის, რომელმაც რეფერენდუმის შედეგად, რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოაცხადა.
მკითხველის კომენტარები
(1)
და საქართველოში ბევრ სამსახურში მისაღებად რუსულ ენას თხოულობენ.