მსოფლიო
16.09.2016 / 11:09
შრიფტის ზომა:

შვედეთის სააპელაციო სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკავების ორდერი ძალაში დატოვა

შვედეთის სააპელაციო სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკავების ორდერი ძალაში დატოვა

შვედეთის სააპელაციო სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკავების ორდერი ძალაში დატოვა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

ჯულიან ასანჟს შვედეთში გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, რასაც თავად ასანჟი კატეგორიულად უარყოფს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

45 წლის ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოს ტერიტორიაზე ცხოვრობს. შვედეთის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტამდე ასანჟმა განაცხადა, რომ ჩაბარდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ WikiLeaks-ის ინფორმატორს, ყოფილ ოფიცერს ჩელსი მენინგს შეიწყალებს.

მკითხველის კომენტარები
(1)

პატრიოტი
03 ივნისი , 2016 17:06

გენაცვალე ნაწილებში. აუცილებლად უნდა შევიდეს შეიარაგებაში მასიურად

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორია საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბიოგრაფია | Allnews.Ge

როგორია საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბიოგრაფია

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი - 39 წლის ემანუელ მაკრონი ქალაქ ამიენში, ექიმების ოჯახში დაიბადა.

სკოლის წლები მაკრონმა იეზუიტურ კერძო სკოლაში გაატარა. "ბიბისის" ცნობით, პოლიტიკა მაკრონის მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა - ის მწერლობაზე ოცნებობდა, წერდა ლექსებსა და რომანებს ესპანელ კონკისტადორებზე.

"ემანუელ მაკრონი ყოველთვის განსხვავებული ბავშვი იყო. როცა მისი თანატოლები ტელევიზორს ვუყურებდით, ის წიგნებს კითხულობდა. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში მასწავლებლებს უტოლდებოდა", - ციტირებს "ბიბისი" მაკრონის თანაკლასელის ანტუან მარგეს სიტყვებს.

მას შემდეგ, რაც მაკრონის მშობლებმა შეიტყეს, რომ მათი შვილი ლიტერატურისა და სამსახიობო ხელოვნების მასწავლებლით ბრიჯიტ ტრონიეთი იყო გატაცებული, პარიზში, ელიტურ სკოლა-ლიცეიუმში გადაიყვანეს.

სკოლის დამთავრების მერე მაკრონმა სწავლა ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში კი პოლიტოლოგიაში მაგისტრის ხარისხი აიღო.

"15 წლის წინ, როცა ვკითხე 20 წლის მერე შენი თავი სად წარმოგიდგენია-მეთქი, მაკრონმა აუღელვებლად მიპასუხა - პრეზიდენტი ვიქნებიო", - იხსენებს ბიზნესმენი და პოლიტიკური მრჩეველი ალენ მინკი. სწორედ მან ურჩია მაკრონს პოლიტიკაში წასვლა.

"ფინანსების მოცარტი"

სწორედ ეს მეტსახელი შეარქვეს მაკრონს მას შემდეგ, რაც მან შეძლო დაერწმუნებინა "ნესტლე" 12 მილიარდ დოლარდ შეეძინა Pfizer-ის ქვეგანყოფილება.

მაკრონის კარიერის სტარტი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. დიპლომის მიღების შემდეგ მაკრონმა საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროში ფინანსურ ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. 2009 წელს მან შეიცვალა სფერო და Rothschild&Cie Banque-ში საინვესტიციო ბანკირი გახდა. Financial Times-ის ინფორმაციით, პირველივე წელს მაკრონმა 2,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2012 წელს მაკრონი ისევ ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდა და გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა. 2014 წელს ფრანსუა ოლანდმა მისი მომავალი მემკვიდრე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. Financial Times-ის ცნობით, მაკრონმა მალე მოიპოვა პოპულარობა, რადგან მუდმივად აკრიტიკებდა 35-საათიანი სამუშაო კვირას და მდიდრებისთვის გადასახადებს.

რის გაკეთებას გეგმავს მაკრონი?

"ბიბისის" ინფორმაციით, საფრანგეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს 50 მილიარდი ევროს ოდენობის საჯარო ინვესტიციის გეგმა აქვს პროფესიული გადამზადებისთვის, ენერგიის განახლებადი წყაროებისთვის, ინფრასტრუქტურისა და ქვეყნის მოდერნიზაციისთვის;

მისი გეგმა ასევე ითვალისწინებს კბილის პროთეზების, სათვალეებისა და სმენის აპარატის სრული ღირებულების დაფინანსებას; იხილეთ გაგრძელება