02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ სახელი შეიცვალა | Allnews.Ge

ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ სახელი შეიცვალა

საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ "წინ" სახელი შეიცვალა და ამიერიდან "რესპუბლიკა მარშზე" ეწოდება. აღნიშნულის შესახებ მოძრაობის გენერალურმა მდივანმა რიშარ ფერანმა განაცხადა.

ამ სახელით მიიღებს ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მოძრაობა მონაწილეობას საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომლის პირველი ტური 11 ივნისს, ხოლო მეორე ტური კი 18 ივნისს გაიმართება.

12 მაისისთვის "რესპუბლიკა მარშზე" კანდიდატებს წარადგენს 577 მაჟორიტარულ უბანში.

პოლიტიკური მოძრაობა "წინ" 2016 წლის აპრილში ფრანსუა ოლანდის მთავრობის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ემანუელ მაკრონმა შექმნა. აღსანიშნავია, რომ გუშინ საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.