თურქეთის პოლიციამ ოპოზიციურ გაზეთ Cumhuriyet-ის საიტის რედაქტორი დააკავა
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციურ გაზეთ Cumhuriyet-ის საიტის რედაქტორი ოგიუზ გიუვენი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Doğan იუწყება.
"მე მაკავებენ", - დაწერა "ტვიტერის" პირად გვერდზე ოგიუზ გიუვენმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიუვენის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ გუშინ გაზეთის საიტზე კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა დენიზლის პროვინციის პროკურორის მუსტაფა ალპერის შესახებ, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ მუსტაფა ალპერი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2016 წლის 15-16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში და თავის დროს სანქცია გასცა ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერების დაკავებაზე.
მკითხველის კომენტარები
(0)