
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიციალურმა ფხენიანმა რაკეტა ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან ისროლა, რომელმაც 700 კილომეტრი იფრინა და ვლადივასტოკის რეგიონიდან 96 კილომეტრის მოშორებით, წყალში ჩავარდა.
ექსპერტების თქმით, ბალისტიკურმა რაკეტამ 2000 კილომეტრის სიმაღლეზე იფრინა, რაც ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი რეკორდია. დაუდგენელია, თუ რა ტიპის რაკეტა გამოსცადა ოფიციალურმა ფხენიანმა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდის შემდეგ, სამხრეთ კორეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო სხდომა გამართა.