28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
16.05.2017 / 09:05
შრიფტის ზომა:

CNN: ბინ ლადენის ოჯახის აღზევება გამორიცხული არ არის

"ალ-ქაიდა" მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცევასა და საერთაშორისო გავლენის დაბრუნებას, ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ოჯახის ახალი თაობის პოპულარიზაციით ცდილობს. ჯერ უცნობია შეძლებს თუ არა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ბოროტების მანქანა "დაეშის" გავლენის დაძლევასა და მოვლენების ეპიცენტრში დაბრუნებას, თუმცა იმას რომ მან პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო, ცოტა ხნის წინ გავრცელებული პროპაგანდისტული აუდიო შეტყობინებაც ცხადყოფს.

10 წუთიანი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ყოფილი ტერორისტული აქტების კადრებითაა გაფორმებული ოსამა ბინ ლადენის შვილს, ჰამზა ბინ ლადენს ეკუთვნის. ჰამზა მიმდევრებს ებრაელების, ამერიკელების, დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს, ბრძოლისკენ ნებისმიერი გზით, ხერხითა და შეიარაღებით.

"თუ ცეცხლსასროლი იარაღი მოგეპოვებათ ძალიან კარგი, თუ არადა არჩევანი დიდია"- ნათქვამია აუდიო ჩანაწერში.  რამდენიმე მსგავსი ხასიათის გავრცელებული აუდიო ჩანაწერის გაშიფვრის შემდეგ, ექსპერტებმა განმარტეს, რომ ბინ ლადენის ოჯახის აღზევება გამორიცხული არ არის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ის ცდილობს გაიმეოროს მამამისის ქცევები, გააჟღეროს იგივე გზავნილები, რასაც ოსამა ბინ ლადენი აჟღერებდა წარსულში, ჰამზა ცდილობს მამას ხმის ტემბრშიც კი მიბაძოს",- აღნიშნა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა აგენტმა ალი სუფანმა, რომელიც ალ-ქაიდას კვალს მისდევდა.

"ჰამზას მომავალი ლიდერობისთვის ამზადებენ და მსოფლიო ჯიჰადისტური მოძრაობის სულისჩამდგმელად მოიაზრებენ".

ჰამზა ბინ ლადენი სავარაუდოდ 20 წლისაა და სამხედრო აუდიტორიასთან საკმაოდ ახლოსაა. გასულ წლებში არაერთხელ გამოქვეყნებულა ფოტოები, სადაც მას ოსამა ბინ ლადენის იარაღი ეჭირა, ან სხვა მოზარდებთან ერთად საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა.

"ის ძალიან ქარიზმატულია და ფართო აუდიტორიის წინაშე საუბრის კარგი უნარი აქვს, თანაც ძალიან მცირე ასაკიდან",- განმარტა სუფანმა.

ჰამზა ბინ ლადენი კარგად იცნობს ალ-ქაიდას სამხედრო იდეოლოგიას, მამისთვის მიწერილ ერთ-ერთ წერილში ის ამბობს, რომ რკინისგან არის გამოჭედილი და მზად არის მოჯაჰიდების ჯართან ერთად ბრძოლაში ჩაერთოს.

"მიუხედავად იმისა რომ ალ-ქაიდას წევრები ახლო აღმოსავლეთში მიმოფანტულები არიან, მათ ჰამზა ბინ ლადენის წყალობით გაერთიანება შეუძლიათ", - განაცხადა ანალიტიკოსმა ტერორიზმის საკითხებში პიტერ ბერგენმა.

Latest al Qaeda propaganda highlights bin Laden's son

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

CNN: ბინ ლადენის ოჯახის აღზევება გამორიცხული არ არის | Allnews.Ge