
15 მაისიდან ევროკავშირი საერთო ევროპულ ჭერს განსაზღვრავს მობილური ზარების ფასზე.
ეს იქნება 19 ევროცენტი ერთ წუთზე და 6 ევროცენტი ერთ sms-ზე. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა.
"ამიერიდან მობილური ზარის წუთობრივი საფასური არ შეიძლება აღემატებოდეს 19 ევროცენტს, ხოლო ერთი სმს-გზავნილის ფასი 6 ევროცენტს. ეს გადაწყვეტილება ევროპელ მომხმარებელს პრაქტიკულ შედეგს მოუტანს და მობილურ კავშირზე ერთიანი ევროპული ბაზრის ცალკეულ ქვეყნებში დისპროპორციული ფასების გამოსწორებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა მან.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღსანიშნავია, რომ ამ ფასში არ არის გათვალისწინებული დღგ. შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ის 17-დან 25%-მდე მერყეობს, ერთიანი ტარიფი ევროკავშირის ტერიტორიაზე მაინც ვერ იქნება მიღწეული.
შეზღუდვა მიღებულია სუფთა ადმინისტრაციულ დონეზე, შესაბამისად ჯერ უცნობია, როგორ აისახება ის სატელეკომუნიკაციო სექტორზე ევროკავშირში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "დემოკრატების“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი ლას ვეგასში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა.
აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.
"არასოდეს მივიჩნევდი, რომ ჰილარი კლინტონი კარგი კანდიდატია. ჩემს თავს მივიჩნევდი კარგ კანდიდატად“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
"არავინ უნდა გამოაცხადოს საპრეზიდენტო ამბიციები თუ მართლაც არ სჯერა, რომ ქვეყნის ისტორიის გარკვეულ მომენტში ყველაზე კვალიფიცირებული პირია, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაუმკლავდეს“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
მიუხედავად ამ კრიტიკისა, ბაიდენმა დასძინა, რომ "ჰილარი კლინტონი მაინც კარგი პრეზიდენტი იქნებოდა“.
მისივე თქმით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეძლებდა მონაწილეობის მიღებას, თუმცა, სავარაუდოდ, ამას არ გააკეთებს.
მკითხველის კომენტარები
(0)