
აშშ "კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან" გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ამერიკის სიმდიდრის სხვა ქვეყნების სასარგებლოდ გადანაწილება ხდება, ხოლო შეთანხმების დებულებების დაცვა 2025 წლისთვის 2,7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევდა.
"ამერიკისა და მისი მოქალაქეების დაცვის მიზნით აშშ გამოდის "კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ჩვენ გამოვდივართ ამ შეთანხმებიდან, მაგრამ ამავდროულად ვიწყებთ ამ შეთანხმებაზე შეერთებას, უკვე ახალი პირობებით ან განვიხილავთ საერთოდ ახალ შეთანხმებას იმ პირობებით, რომელიც ხელსაყრელი იქნება აშშ-სთვის", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ის მზად არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს "დემოკრატიული პარტიის" ლიდერებთან.
"დღეიდან აშშ შეწყვეტს პარიზის სარეკომენდაციო შეთანხმების შესრულებას და მოიშორებს დრაკონულ ფინანსურ და ეკონომიკურ ტვირთს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწვება. ეს მოიცავს წვლილის შეტანას გაერო-ს მწვანე კლიმატურ ფონდში, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება", - განმარტა აშშ-ს პრეზიდენტმა.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, შეთანხმებიდან გამოსვლა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს პასუხობს.
"პარიზის შეთანხმების დებულებების შესრულება და ენერგეტიკის სფეროში დამამძიმებელი შეზღუდვები ამერიკას ძვირი დაუჯდებოდა, 2025 წლისთვის 2,7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევდა. არც ერთი პასუხისმგებელი ლიდერი თავის ხალხს ასეთ არახელსაყრელ მდგომარეობაში არ დააყენებდა", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აშშ "კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან" გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ამერიკის სიმდიდრის სხვა ქვეყნების სასარგებლოდ გადანაწილება ხდება, ხოლო შეთანხმების დებულებების დაცვა 2025 წლისთვის 2,7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევდა.
"ამერიკისა და მისი მოქალაქეების დაცვის მიზნით აშშ გამოდის "კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
"ჩვენ გამოვდივართ ამ შეთანხმებიდან, მაგრამ ამავდროულად ვიწყებთ ამ შეთანხმებაზე შეერთებას, უკვე ახალი პირობებით ან განვიხილავთ საერთოდ ახალ შეთანხმებას იმ პირობებით, რომელიც ხელსაყრელი იქნება აშშ-სთვის", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ის მზად არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს "დემოკრატიული პარტიის" ლიდერებთან.
"დღეიდან აშშ შეწყვეტს პარიზის სარეკომენდაციო შეთანხმების შესრულებას და მოიშორებს დრაკონულ ფინანსურ და ეკონომიკურ ტვირთს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწვება. ეს მოიცავს წვლილის შეტანას გაერო-ს მწვანე კლიმატურ ფონდში, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება", - განმარტა აშშ-ს პრეზიდენტმა.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, შეთანხმებიდან გამოსვლა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს პასუხობს.
"პარიზის შეთანხმების დებულებების შესრულება და ენერგეტიკის სფეროში დამამძიმებელი შეზღუდვები ამერიკას ძვირი დაუჯდებოდა, 2025 წლისთვის 2,7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევდა. არც ერთი პასუხისმგებელი ლიდერი თავის ხალხს ასეთ არახელსაყრელ მდგომარეობაში არ დააყენებდა", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები
(0)