31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ლონდონის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მოსალოდნელია დაღუპულთა რაოდენობის ზრდა | Allnews.Ge

ლონდონის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მოსალოდნელია დაღუპულთა რაოდენობის ზრდა

ლონდონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ლონდონის სახანძრო სამსახურში განაცხადეს.

ამ მომენტისთვის ლონდონის პოლიციამ 12 ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ გაუჩინარებულად ითვლება. 74 ადამიანი ლონდონის საავადმყოფოებშია გადაყვანილი, აქედან 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება.

"როდესაც შემთხვევის ადგილი უსაფრთხოების კუთხით შემოწმდება, როდესაც შესაძლებელი იქნება ხანძრის მიზეზის დასახელება, ჩატარდება საფუძვლიანი გამოძიება. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ შემთხვევიდან და შესაბამის ზომებს მივიღებთ", - განაცხადა ტერეზა მეიმ.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლის ბინადრების განცხადებით, ხანძრის გაჩენის შემდეგ სახანძრო სიგნალიზაცია არ ამოქმედებულა.