
ჩინური მედია მშობლებს მოუწოდებს შვილების ახალ გატაცებას - სხეულზე "ქარგვას", უფრო ყურადღებით მოეკიდონ. როგორც "ბიბისი"-იუწყება მსგავსი მოდა ჩინეთში სავარაუდოდ, აკრძალული იაპონური კომიქსის გავლენაა, რომელიც რაღაცით მაზოხისტური ელემენტების მქონდე სუიციდურ "თამაშს" - "ლურჯ ვეშაპს" მოგვაგონებს.
მედია საშუალებები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ სხეულის დაზიანების მსგავსმა ფორმამ, შესაძლოა ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციების წარმოშობას შეუწყოს ხელი და სისხლის დაინფიცირება გამოიწვიოს.