30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
28.06.2017 / 08:06
შრიფტის ზომა:

პირველი პუტინის შემდეგ: კრემლი ნავალნის მხარდამჭერებს სწავლობს

12 ივნისს მოსკოვში გამართული მიტინგების შემდეგ სოციოლოგიურმა კომპანიებმა კრემლის დავალებით ალექსეი ნავალნის მოღვაწეობის მიმართ რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა დაიწყეს. ამის შესახებ BBC-ს სოციოლოგებმა და გამოკითხვების მონაწილეებმა განუცხადეს. როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ბოლო წლის განმავლობაში ოპოზიციონერის ცნობადობა 10%-ით გაიზარდა.

გამოკითხულთა 56%-მა იცის, ვინ არის პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, ხოლო მესამედმა იცის ნავალნის მიერ გადაღებული ფილმის "Он вам не Димон" ("ის თქვენთვის დიმონი არაა") შესახებ, რომელშიც ოპოზიციონერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის სახელთან დაკავშირებულ არაკომერციულ ფონდებსა და უძრავ ქონებაზე ყვება. გამოკითხულთა 43%-მა იცის, რომ 12 ივნისს სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. ამის შესახებ ფონდ "საზოგადოებრივი აზრის" გამოკითხვის შედეგები მეტყველებს. გამოკითხვა 17-18 ივნისს რუსეთის 53 რეგიონში ჩატარდა, მასში მონაწილეობა 1500-მა რესპონდენტმა მიიღო, სტატისტიკური ცდომილება 3,6%-ს არ აღემატება.

ბოლო დროის განმავლობაში ნავალნის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა - 2016 წლის დეკემბერში პოლიტიკოსს მხოლოდ 42% რესპონდენტი იცნობდა, 55%-ს კი მის შესახებ არაფერი ჰქონდა გაგებული. ზოგადად, ნავალნის ცნობადობა 2011 წლიდან იზრდება - მაშინ მას მხოლოდ 7% იცნობდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ოფიციალურ დონეზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ კონკურენტად ნავალნის კრემლში არასდროს ასახელებდნენ. ჩინოსნები კი მის სახელსაც არ ახსენებენ. თავად პუტინი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე კითხვებზე პასუხისას, მას "იმ ბატონს" უწოდებს. მედვედევმა, ნავალნის მიერ ჩატარებული გამოძიების შეფასებისას, მისი სახელი ასევე არ ახსენა.

"ნათელია, რომ ამჟამად რუსეთში ნავალნი ნომერ მეორე პოლიტიკოსია პუტინის შემდეგ. მან განდევნა ყველა, ვინც კი აქამდე პუტინს უწევდა მეტოქეობას", - ამბობს პოლიტოლოგი აბას გალიამოვი. – "ნავალნის ხელისუფლებასთან შერკინების არ შეეშინდა და ახლა მას ქუჩაში ათიათასობით გამოყვანა შეუძლია".

მისი თქმით, ნავალნის არც თუ ისე მაღალი რეიტინგი ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან რეჟიმით უკმაყოფილოთა რიცხვი გაიზრდება, შესაბამისად, გაიზრდება ოპოზიციონერის მხარდამჭერთა რიცხვიც.

"ხალხი ხმას მისცემს ნავალნის არა იმიტომ, რომ ის მათ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ პუტინი. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ქარიზმის ზეგავლენის ძალა დროთა განმავლობაში შესუსტდება, ამას ბუნებრივად ნავალნის რეიტინგის ზრდა მოჰყვება", - ამბობს პოლიტოლოგი.

2010-იანი წლების დასაწყისიდან ნავალნის მიმართ დაწყებულია რამდენიმე სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და არბიტრაჟული საქმე. ყველაზე რეზონანსული საქმეებს შორისაა "ივ როშეს" და "კიროვის ტყის" საქმეები. 2013 წლის ივლისში კიროვის საოლქო სასამართლომ მას პირობითად 5 წელი მიუსაჯა, 2017 წელს კი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ეს განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახალ განხილვაზე გადასცა. 2017 წლის თებერვალში კიროვის საოლქო სასამართლომ განმეორებით გამოუტანა ნავალნის 5-წლიანი პირობითი სასჯელი და განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა.

"ივ როშეს" საქმეზე კი 2014 წლის 30 დეკემბერს ნავალნის ასევე პირობითად 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ეს განაჩენიც კანონიერ ძალაში შევიდა.

ალექსეი ნავალნი 2013 წლის მოსკოვის მერის არჩევნებზე იყრიდა კენჭს, დააგროვა ხმათა 27,24% და სერგეი სობიანინთან დამარცხდა. 2013 წლის ნოემბრიდან ის "პროგრესის პარტიის" ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელია. 2016 წლის დეკემბერში ნავალნიმ განაცხადა, რომ აპირებს იყაროს კენჭი 2018 წლის მარტში გასამართ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პირველი პუტინის შემდეგ: კრემლი ნავალნის მხარდამჭერებს სწავლობს | Allnews.Ge