02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ნახევარი მილიონი სირიელი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა | Allnews.Ge

ნახევარი მილიონი სირიელი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა

წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული სირიელი სახლებს დაუბრუნდა. ამის შესახებ "ალჯაზირას" ცნობით, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, იძულებით გადაადგილებულები ძირითადად ოჯახის წევრების საპოვნელად და თავიანთი საცხოვრებელი სახლების შესამოწმებლად დაბრუნდნენ.

გაეროს ლტოლვილთა საგენტოს პრესსპიკერის ცნობით, დაახლოებით 440 000 ადამიანი დაუბრუნდა სახლებს.  დაბრუნება განსაკუთრებით შეინიშნება ქალაქ ალეპოში, ჰამაში, ჰომსსა და დამასკოში.

ამას გარდა, წელს, სირიის მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებმა 31 000 სირიელმა ლტოლვილმაც მიიღო სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება. თუმცა, "ალჯაზირას" ცნობით, ეს მაჩვენებელი დაბალია რეგიონის ქვეყნებში მცხოვრები ხუთი მილიონი სირიელი ლტოლვილის ფონზე.

აღსანიშნავია, რომ სირიის დიდ ქალაქებში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, და როგორც გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში, სტეფან დე მისტურამ განაცხადა, დასახლებული პუნქტების ნაწილში მყოფი მოსახლეობა ნელნელა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.

მიუხედავად ამისა, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო აცხადებს, რომ სირიაში ჯერ არ არის ყველა საჭირო პირობა იმისა, რომ ლტოლვილები ქვეყანას დაუბრუნდნენ.

"ქვეყნის დიდ ნაწილში უსაფრთხოების კუთხით ვითარება არ არის სტაბილური, ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი რისკები", - აცხადებენ გაეროში.

სირიაში დაპირისპირება 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს. კონფლიქტის გამო ქვეყანაში დღემდე 320 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი კი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.