
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, 30 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი მედიის ცნობით, 570 მოქალაქე გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
რეგიონში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა, რამაც წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია. სტიქიის ზონიდან ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
მეტეოროლოგები წყალდიდობისა და ღვარცოფის ახალ ტალღას პროგნოზირებენ. პარალელურად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის გამო ვერ ხერხდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოების წარმოება. იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის განცხადებით, ხელისუფლება სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ზომას მიმართავს.