
კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი სამსახურეობრივი მდგომარების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო გარემოცვაში მყოფი რამდენიმე ადამიანის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა. კონკრეტულად, გენერალურ პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ჩერნოვეცკიმ, ადამიანებს, რომლეთა ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მშენებლობისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის მიწები შეუსაბამოდ დაბალი იჯარით გადასცა. უწყებაში აცხადებენ, რომ მშენებლობის დროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა, რის გამოც, ქალაქს 9 მილიონ 500 ათასი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა.
ამ მომენტისთვის გამოძიება მიმდინარეობს, უწყება დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირებას ცდილობს.