
არავის შეუძლია მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთოს თურქეთის სუვერენულ უფლებებზე, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, რითაც ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებას გამოეხმაურა.
"ვინც ემუქრება თურქეთს ევროკავშირის წევრობის კარის დახურვით, უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირს თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროკავშირი", - აღნიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, პასუხისმგებელმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარი განცხადებებისგან, რათა ზიანი არ მიაყენონ დიალოგს.
17 ივლისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს წერტილს დაუსვამს.
"სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კარს მიუხურავს", - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.