
ნიგერიაში გეოლოგებზე რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" იუწყება.
აღსანიშნავია, რომ გეოლოგები ნიგერიის ნავთობის ეროვნული კორპორაციისთვის ნავთობსაბადოების დაზვერვას ახორციელებდნენ.
"მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. უკვე 50-ზე მეტი დაღუპულია", - განუცხადა წყარომ "ფრანს პრესს".