02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძრის გამო 400 ადამიანის ევაკუირება მოხდა | Allnews.Ge

ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძრის გამო 400 ადამიანის ევაკუირება მოხდა

თურქეთში, ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Habertürk იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს სამზარეულოში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ზოგიერთი დამსვენებლის ევაკუირება აივნებიდან განახორციელეს.

როგორც თურქული მედია იუწყება, ხანძრის შედეგად რუსეთის ოთხი მოქალაქე დაშავდა. საავადმყოფოში 14 ადამიანია გადაყვანილი.