
თურქეთში ქალების მარში გაიმართა. სტამბოლში ასობით ქალი გამოვიდა, რომლებმაც ქალთა უფლებების დაცვა და ჩაცმის თავისუფლება მოითხოვეს. მარშის მთავარი სლოგანი იყო "ხელს ნუ მიშლი ჩაცმაში".
საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ქვეყანაში ქალების მიმართ როგორც ფიზიკურმა, ისე სიტყვიერმა შეურაცხყოფებმა იმატა, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ქალების ჩაცმის სტილია.
ივნისში სტამბოლში, 21 წლის ასენა მელისა საღლამი, ავტობუსში უცნობმა კაცმა იმის გამო სცემა, რომ მას რამადანის პერიოდში მოკლე შარვალი ეცვა. მომხდარს ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.