მსოფლიო
04.08.2017 / 08:08
შრიფტის ზომა:

როგორ მოვიპოვოთ აშშ-ში ცხოვრების უფლება

როგორ მოვიპოვოთ აშშ-ში ცხოვრების უფლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ლეგალური მიგრანტების შემცირება სურს. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერი ვიზებზე დაფუძნებული დასაქმების მოდელის, ქულების სისტემით ჩანაცვლებას გეგმავს.

ქულების სისტემას ავსტრალია და კანადა უკვე დიდი ხანია იყენებს, აღნიშნულმა მოდელმა ტრამპის მოწონება არაერთხელ დაიმსახურა. პოტენციურ მიგრანტს ქულები სხვადასხვა კატეგორიების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება, ყოველწლიურად განსაზღვრულ 140 ათას ვიზას უმაღლესი ქულის მქონე აპლიკანტები მიიღებენ.

ინიცირებული სისტემის მიხედვით, სასურველია აპლიკანტი 26-31 ასაკობრივ კატეგორიაში ხვდებოდეს, ჰქონდეს ამერიკის დოქტორის ან პროფესორის ხარისხი, ინგლისურად იდეალურთან მიახლოვებულად საუბრობდეს, და სამსახურიდან დაახლოებით, სამჯერ მეტ ანაზღაურებას უნდა სთავაზობდნენ ვიდრე იმ ქვეყანაში აქვს, რომელშიც ცხოვრობდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ოლიმპიური მედალი და ნობელის პრემია პლუსად ჩაითვლება. საბოლოო ჯამში, კანდიდატმა სულ მცირე 30 ქულა უნდა მოაგროვოს რათა ამერიკის ფარგლებში ცხოვრების უფლება მოიპოვოს.

როგორ ნაწილდება ქულები:

ასაკი:

18-დან 21 წლის ადამიანებს 6 ქულა მიენიჭებათ, მაშინ როცა 22-დან 25 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მოხვედრილები 8 ქულას მიიღებენ. ყველაზე მაღალი ქულით 26-დან 30 წლის ადამიანები შეფასდებიან, მათ 10 ქულა მიენიჭებათ. ამის შემდეგ ქულები კვლავ კლებას დაიწყებს და ადამიანი, რომელიც 31-დან 35 წლის ასაკობრივ კატეგორიაში იქნება 8 ქულას მიიღებს, 36-დან 40-მდე - 6 ქულას, 41-დან 45-მდე 4 ქულას და 46-დან 50-მდე 2 ქულას. 18 წლამდე და 50 წელს ზემოთ ადამიანები ქულას საერთოდ ვერ მიიღებენ.

განათლება:

ამ შემთხვევაში ქულები უმაღლესი ხარისხების მიხედვით ნაწილდება. ამერიკის სასკოლო განათლების მქონე პირი ერთ ქულას მიიღებს ისევე როგორც ადამიანი, ვინც საზღვარგარეთ ეკვივალენტურ განათლებას მიიღებს. საზღვარგარეთის ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანი 5 ქულას მოიპოვებს, ამერიკის ბაკალავრის ხარისხი კი 6 ქულას. პირს რომელსაც მაგისტრის ხარისხი ამერიკის ფარგლებს მიღმა აქვს მიღებული 7 ქულას მიიღებს, ამერიკის მაგისტრის ხარისხის მქონე კი ერთი ქულით მეტს მოიპოვებს. საზღვარგარეთ მიღებული დოქტორის ხარისხი ახალი სისტემის მიხედვით 10 ქულას დაიმსახურებს, იგივე განათლება მიღებული ამერიკაში 13 ქულას მოგაპოვებინებთ.

ინგლისურის ენის ცოდნა:

ქულა ინგლისურის ცოდნისთვისაც მოგენიჭებათ, ცოდნის დონე კი სტანდარტული ტესტის მიხედვით შემოწმდება. აპლიკანტი, რომელსაც 60%-ზე ნაკლები სწორი პასუხი ექნება ქულას ვერ დაიმსახურებს. 60-დან 80%-მდე სწორი პასუხი 6 ქულას მოგაპოვებინებთ, 80-დან-90%-მდე - 10 ქულას, 90% და ზემოთ 11 ქულა, თუ ტესტის პასუხების აბსოლუტურად სწორი გექნებათ 12 ქულას მიიღებთ.

სამუშაო შემოთავაზება:

ამ შემთხვევაში ქულები ამერიკის ფარგლებში შემოთავაზებული სამსახურის ანაზღაურების მიხედვით განაწილდება. პირი რომლის შეთავაზებული ანაზღაურება მშობლიურ ქვეყანაში საშუალო ხელფასს 150%-ით გადააჭარბებს 5 ქულა მიენიჭება, თუ 200 %-ით გადააჭარბებს 8 ქულას მიიღებს და 300%-ით გადაჭარბების შემთხვევაში, 13 ქულას დააგროვებს.

ნობელის პრემია:

ბონუს ქულას ექსტრაორდინალური მიღწევისთვის მიიღებთ, პრიორიტეტი პრესტიჟულ ჯილდოებს მიენიჭება. ახალი სისტემის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ნობელის პრემია ან მასთან მიახლოებული ჯილდოს მფლობელი ხართ, 25 ქულის მიღების საშუალება გექნებათ.

ოლიმპირი მედალი:

ოლიმპიური მედლის ან სხვა პრესტიჟულ სპორტულ შეჯიბრებებში მოპოვებული მედალი 15 ქულის მიღებაში დაგეხმარებათ. ქულას იმ შემთხვევაშიც მიიღებთ თუ ამერიკაში ინვესტიციის განხორციელება გსურთ, თუმცა ინვესტიციის ოდენობა, რა თქმა უნდა, გათვალისწიებულია. აპლიკანტი, რომელიც 1,35 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას მოისურვებს 6 ქულას მიიღებს, თუ ინვესტიციის ოდენობა 1,8 მილიონ დოლარს შეადგენს ქულათა რაოდენობა 12-მდე გაიზრდება.

ახალი სისტემის თანახმად, თუ აპლიკანტს მეუღლის წაყვანაც სურს მისი ქულათა რაოდენობა იმავე კატეგორიების მიხედვით უნდა დაითვალონ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით: How to earn 'points' to come to the US under Trump's immigration plan

მკითხველის კომენტარები
(2)

ზენო
05 აგვისტო , 2017 07:08

მასეთი დიმიტრი იყო გელოვანი

სტატუს ქუო
04 აგვისტო , 2017 16:08

ამათ ხო არ აჟუილებთ,ნობელის პრემია და ოლიმპიური მედალი თუ მაქვს,რა ჯანდაბა მინდა ამერიკაში...

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ მოვიპოვოთ აშშ-ში ცხოვრების უფლება | Allnews.Ge