მსოფლიო
07.08.2017 / 12:08
შრიფტის ზომა:

მეჩეთი, რომელიც მუსლიმურ ტაბუებს არღვევს

წუთელი აგურით ნაშენები და ვიტრაჟებით გაფორმებული წმინდა იოანეს სახელობის ეს ეკლესია მეცხრამეტე საუკუნის ნებისმიერი სხვა პროტესტანტული ეკლესიის მსგავსია. რამდენიმე კიბის ავლის შემდეგ, ერთ ჩვეულებრივ თეთრ ოთახში მოხვდებით, რომლის შესასვლელთანაც ფეხსაცმელები, ოთახის კუთხეში კი მლოცველთა ხალიჩები დაგხვდებათ, რაც მიგანიშნებთ, რომ ქრისტიანულ სამლოცველოში კი არა მეჩეთში მოხვდით. ოთახი მრევლისგან არის ნაქირავები, ეკლესია კი ჩვეულებრივ ფუნქციონირებს.

მაგრამ ამ მეჩეთს სხვებისგან მხოლოდ მისი მდებარეობა არ გამოარჩევს, მას განსაკუთრებულს მლოცველებიც ხდიან. ბერლინის ამ უახლეს მეჩეთში ქალები და კაცები ერთად ლოცულობენ. ქალებს პარასკვის ლოცვის ჩატარების უფლება აქვთ, ჰომოსექსუალები კი არასასურველ სტუმრებად ნამდვილად არ ითვლებიან.

"ჩვენი მეჩეთი ღიაა ყველასთვის" - განაცხადა მეჩეთის დამაარსებელმა, თურქეთში დაბადებულმა გერმანელმა იურისტმა და ქალების უფლებათა დამცველმა სეირან ატესმა.

"მეჩეთი ღიაა ყველასთვის, ცხოვრების ნებისმიერი სტილის მქონე ადამიანისთვის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჩვენ არ ვართ ღმერთი, ამიტომ ვერ გადავწყვეტთ ვინ არის კარგი და ცუდი მუსლიმი, ყველას შეუძლია ამ ზღურბლზე გადმოაბიჯოს, იქნება ეს ჰეტეროსექსუალი თუ ჰომოსექსუალი, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ გვაქვს უფლება ისინი განვსაჯოთ" - განმარტა სეირან ატესმა.

ბერლინის ეს უახლესი მეჩეთი ერთადერთი არ არის, რომელიც ლიბერალური ისლამის პრინციპებს ეფუძვნება და ინკლუზიური ისლამის სახელითაა ცნობილი.

ინკლუზიური მეჩეთები უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩნდება, ზოგიერთი მათგანი კერძო სახლებში ფუნქციონირებს, ნაწილის ადგილმდებარეობა პერმანენტულად იცვლება. სეირან ატესის თქმით, ბერლინში გახსნილი ახალი მეჩეთი ინკლუზიური ისლამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რადგან ეს პირველი ლიბერალური მეჩეთია, რომელსაც კარზე აქვს წარწერა: "ღიაა ყველასთვის".

ერთ-ერთი პირველი ინკლუზიური მეჩეთი პარიზში 2012 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი ლუდოვიკ-მოჰამედ ზაჰედი იყო, რომელიც ამ დროისთვის ბერლინში ინკლუზიური მეჩეთის ორგანიზებაში ეხმარება სეირანს.

"ევროპა ის ადგილია სადაც მუშაობა და იმის განხორციელება შეიძლება რასაც ჩვენ ისლამის რეფორმირებას ვეძახით.  ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, არის დემოკრატიის და განათლების მაღალი დონე"-განმარტა ლუდოვიკ-მოჰამედ ზაჰედიმ. კითხვაზე რას ეტყოდა ის მუსლიმებს ვისაც სჯერა, რომ ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა მან უპასუხა, რომ მათ ვისაც სჯერა რომ ჰომოსექსუალიზმი ან ემანსიპირებული ქალები ისლამის პრინციპების საწინააღმდეგოა უნდა ახსოვდეთ, რომ არ შეიძლება იყვნენ ჰომოფობები, მიზოგინები, ანტისემიტები და ამავდროულად პრეტენზია ჰქონდეთ რომ მუსლიმები არიან.

ისლამი საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიაში ყოფნას გულისხმობს.

ინკლუზიური მეჩეთის გახსნის შემდეგ, ატესმა სიკვდილის ასობით მუქარა მიიღო, განსაკუთრებით თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან. მისი თქმით, მუქარები მისი მისამართით თურქეთის ხელისუფლების მხრიდანაც ისმოდა, რომლებიც მას ყოფილი იმამის, ფეთულა გიულეის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, პირადად ატასისთვის მუქარის მიზეზი გაუგებარია, რადგან ახალგახსნილ მეჩეთში ტოლერანტობას ქადაგებენ, რაც მისი თქმით, ისლამის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მეჩეთი, რომელიც მუსლიმურ ტაბუებს არღვევს | Allnews.Ge