მსოფლიო
12.08.2017 / 11:08
შრიფტის ზომა:

დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა. "ჩვენ ბევრი ვარიანტები გვაქვს ვენესუელასთვის. სხვათაშორის, მე არ გამოვრიცხავდი სამხედრო ვარიანტს", - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან და გაერო-ში აშშ-ის ელჩთან ნიკი ჰეილისთან შეხვედრის შემდეგ.

"ვენესუელა ჩვენი მეზობელია. ჩვენ ჯარისკაცები მსოფლიოს მასშტაბით გვყავს, იმ ადგილებშიც კი, რომელიც ძალიან შორსაა. ვენესუელა შორს არ მდებარეობს, ხალხი იქ იტანჯება, კვდება. ჩვენ ვენესუელასთვის ბევრი ვარიანტები გვაქვს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შესაძლო სამხედრო ვარიანტი", - აღნიშნა ტრამპმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, გულისხმობს თუ არა ეს ოპერაციას, რომელსაც აშშ გაუძღვება, რასაც დონალდ ტრამპმა უპასუხა: "ჩვენ არ ვამბობთ ამას. თუმცა, სამხედრო ოპერაცია და სამხედრო ვარიანტი ეს ის არის, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ".

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა | Allnews.Ge