31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
14.08.2017 / 09:08
შრიფტის ზომა:

რა სურს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს

რა სურს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს

მრავალწლიანი დაძაბულობა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების პროგრამას უკავშირდება, მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2017 წლის ივლისში ჩრდილოეთ კორეამ ორი ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამას გაეროს მხრიდან ახალი სანქციების პაკეტი და აშშ-სთან დიპლომატიური ომის ესკალაცია მოჰყვა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებსიმაზე, თუ რა შეიძლება სურდეს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს და რა მიზნები აქვს ფხენიანის სამხედრო რიტორიკას, BBC-ი კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორს და ბრიტანული საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელს, ჯონ ნილსონ-რაიტს ესაუბრა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებს. მაშინ რეჟიმი პოლიტიკური და სამხედრო ავტონომიისკენ მიისწრაფოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანის ტრადიციული მტრები - იაპონია, სამხრეთ კორეა და ამერიკა ამას ეწინაღმდეგებოდნენ, ძირითადი პარტნიორები კი, რუსეთი და ჩინეთი, ფხენიანის გადარწმუნებას ცდილობდნენ. ჩრდილოეთ კორეის მოტივაციას ნაწილობრივ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების რაციონალური შეფასება ხსნის. ლიბიისა და ერაყის მაგალითზე, ფხენიანი ხედავს, რომ ეროვნული გადარჩენის ერთადერთი გარანტი მასობრივი განადგურების იარაღის დადასტურებული ქონაა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სარაკეტო ცდებმა და შარშან განხორციელებულმა ორმა წარმატებულმა გაშვებამ, ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობები სერიოზულად გააუმჯობესა. ამერიკული დაზვერვის ბოლო ანგარიშების მიხედვით, ფხენიანის განკარგულებაში შესაძლოა, 60-მდე ატომური ბომბი იყოს. გარდა ამისა, ივლისში ჩატარებული ორი ცდა ცხადყოფს, რომ ჩრდილოეთ კორეას აშშ-ს ზოგიერთ ტერიტორიებზე იერიშის მიტანა შეუძლია.

Bulletin of Atomic Scientists-ის ბოლო გამოშვებაში კითხვის ქვეშ დგება აზრი, რომ გაუმჯობესებული სარაკეტო პოტენციალი ჩრდილოეთ კორეას შესაძლებლობას მისცემს ბირთვული ქობინი აშშ-ს წინააღმდეგ მოაქციოს. მაგრამ იმაში, რომ გასული წლის განმავლობაში, ფხენიანმა დე-ფაქტო ბირთვულ კლუბში წევრობის გზაზე სერიოზულ პროგრესს მიაღწია, ეჭვი არავის ეპარება.

აშშ-ში ამის დაშვებას არ აპირებენ. მსგავსი ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტური გამარჯვება იქნებოდა, ვაშინგტონს საკვანძო რეგიონალურ მოკავშირეებთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან, ურთიერთობებს საგრძნობლად გაუფუჭებდა და რეგიონში გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევდა.

ამ პოლიტიკის გაგრძელება და აშშ-ს შეკავების ინსტრუმენტების გაძლიერება ფხენიანისთვის პრიორიტეტულად რჩება. კიმ ჩენ ინს ეს შიდა პოლიტიკაში საკუთარი ლეგიტიმურობის გასაძლიერებლადაც სჭირდება.

მას შეიძლება სურდეს მიიღოს რიგი დათმობები აშშ-სა და სამხრეთ კორეის მხრიდან - მაგალითად, ეკონომიკური დახმარება, პოლიტიკური პატივისცემა და დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის სტატუსის აღიარება, რაზეც ჩრდილოეთ კორეა უკვე დიდი ხანია ოცნებობს. არაპროგნოზირებად ფაქტორად ამ შემთხვევაში რჩება მხოლოდ ის, თუ რამდენად შეაკავებს ტრამპის სამხედრო რიტორიკა ჩრდილოკორეული რაკეტების ცდების პროგრამის განვითარებას.

მკითხველის კომენტარები
(3)

ზურა
03 სექტემბერი , 2018 08:09

კარგია მივესალმები. ოღონთ დამრღვევების მიმართ სიმკაცრე ნდა გამოიჩინონ და ყველა დამრღვევზე მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს. საერთოდაც სიგარეტის გაყიდვას თუ აკრძალავენ და მოწევასაც ეს იქნება საუკეთესო ისტორიული გადაწყვეტილება

ვახტანგ
03 სექტემბერი , 2018 07:09

მაგრად წვიმს (სომხურ ენაზე)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა სურს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს | Allnews.Ge