
"ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში ესპანურ ენაზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ესპანეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრა.
"ალაჰის ნებით, ალ-ანდალუსი კვლავ გახდება ის, რაც ადრე იყო, ხალიფატის მიწა", - ნათქვამია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
ვიდეო-მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ "ესპანელმა ქრისტიანებმა არ უნდა დაივიწყონ ესპანური ინკვიზიციის მიერ მუსლიმების დაღვრილი სისხლი".
"შურს ვიძიებთ თქვენს მიერ ჩადენილ მკვლელობებზე", - განაცხადა "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელმა.
17 აგვისტოს, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო" აიღო.