
Facebook-ის დამფუძნებლის, 33 წლის მარკ ცუკერბერგის ოჯახში მატებაა. 32 წლის მეუღლემ პრისცილა ჩანმა მას მეორე ქალიშვილი გაუჩინა.
გოგონას სახელად აუგუსტი დაარქვეს, იმ თვის საპატივცემულოდ, რომელშიც ის დაიბადა. მარკ ცუკერბერგმა ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
ქალიშვილის დაბადებასთან დაკავშირებით ცუკერბერგი ორთვიან დეკრეტულ შვებულებაში გავა. ის ასე მოიქცა მაშინაც, როდესაც მისი პირველი ქალიშვილი გაჩნდა. ცუკერბერგი საკუთარ შვებულებას ორ ნაწილად გაყოფს და შვებულების დარჩენილ ნაწილს დეკემბერში გამოიყენებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამაყმა მამამ ახალშობილთან და უფროს ქალიშვილ მაქსთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და მინაწერი გაუკეთა, რომელშიც ის და მისი მეუღლე ახალშობილს მიმართავენ.
"ძვირფასო აუგუსტ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში! მე და დედაშენი მოუთმენლად ველით იმ მომენტს, როდესაც დავინახავთ, თუ ვინ გამოხვედი შენ. როდესაც შენი და დაიბადა, ჩვენ დავწერეთ წერილი ისეთ მსოფლიოზე, როგორშიც ცხოვრება გვინდოდა, და ახლა შენ დაიბადე ისეთ მსოფლიოში, სადაც განათლება გახდა უკეთესი, დაავადებები შემცირდა, მოსახლეობა კი უფრო ძლიერია და თანაბარ შესაძლებლობებს ფლობს.
ჩვენ დავწერეთ, რომ მეცნიერების და ტექნიკის ყველა მიღწევასთან ერთად თქვენი თაობა უნდა ცხოვრობდეს უკეთ, ვიდრე ჩვენი, და ჩვენ ვალდებულები ვართ ამ მიზნის მიღწევაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. მიუხედავად იმისა, რომ სათაურებში ხშირად აქცენტი საპირისპიროზე კეთდება, ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ეს პოზიტიური ტენდენციები გაჩნდება. ჩვენ თქვენს თაობას და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ", - წერია მიმართვაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
Facebook-ის დამფუძნებლის, 33 წლის მარკ ცუკერბერგის ოჯახში მატებაა. 32 წლის მეუღლემ პრისცილა ჩანმა მას მეორე ქალიშვილი გაუჩინა.
გოგონას სახელად აუგუსტი დაარქვეს, იმ თვის საპატივცემულოდ, რომელშიც ის დაიბადა. მარკ ცუკერბერგმა ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
ქალიშვილის დაბადებასთან დაკავშირებით ცუკერბერგი ორთვიან დეკრეტულ შვებულებაში გავა. ის ასე მოიქცა მაშინაც, როდესაც მისი პირველი ქალიშვილი გაჩნდა. ცუკერბერგი საკუთარ შვებულებას ორ ნაწილად გაყოფს და შვებულების დარჩენილ ნაწილს დეკემბერში გამოიყენებს.
ამაყმა მამამ ახალშობილთან და უფროს ქალიშვილ მაქსთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და მინაწერი გაუკეთა, რომელშიც ის და მისი მეუღლე ახალშობილს მიმართავენ.
"ძვირფასო აუგუსტ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში! მე და დედაშენი მოუთმენლად ველით იმ მომენტს, როდესაც დავინახავთ, თუ ვინ გამოხვედი შენ. როდესაც შენი და დაიბადა, ჩვენ დავწერეთ წერილი ისეთ მსოფლიოზე, როგორშიც ცხოვრება გვინდოდა, და ახლა შენ დაიბადე ისეთ მსოფლიოში, სადაც განათლება გახდა უკეთესი, დაავადებები შემცირდა, მოსახლეობა კი უფრო ძლიერია და თანაბარ შესაძლებლობებს ფლობს.
ჩვენ დავწერეთ, რომ მეცნიერების და ტექნიკის ყველა მიღწევასთან ერთად თქვენი თაობა უნდა ცხოვრობდეს უკეთ, ვიდრე ჩვენი, და ჩვენ ვალდებულები ვართ ამ მიზნის მიღწევაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. მიუხედავად იმისა, რომ სათაურებში ხშირად აქცენტი საპირისპიროზე კეთდება, ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ეს პოზიტიური ტენდენციები გაჩნდება. ჩვენ თქვენს თაობას და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ", - წერია მიმართვაში.
მკითხველის კომენტარები
(0)