
კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეარხი "როსია 24" ავრცელებს.
"დღეს კიევში გაიტაცეს ჩვენი კოლეგა, პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა, რომელიც დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს", - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
აღნიშნული შესახებ სხვა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.