
ისევე, როგორ ბევრი რამ ჩრდილოეთ კორეაში, კიმების ოჯახიც საიდუმლოებითაა მოცული.
მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი სახელმწიფოდან ახალი ამბები ძირითადად სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის საშუალებით ვრცელდება. სწორედ სეულმა გაავრცელა ინფორმაცია კიმ ჩენ ინის მეუღლის, ლი სოლ ჩჟუს მშობიარობის შესახებ, სავარაუდოდ მან მესამე შვილი გააჩინა.
მისი ორსულობის შესახებ პირველი ეჭვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა, როდესაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქვეყნის მთავარი წყვილის პირველი შვილები დაახლოებით 2010 -2013 წლების შუალედში გაჩდნენ. თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის ჰყავს თუ არა კიმ ჩენ ინს ვაჟი-მემკვიდრე, რადგან პირველი და მესამე შვილის სქესი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. თუმცა დადასტუერებული არც ის არის რომ ქვეყნის პირველ წყვილს სამი შვილი ჰყავს, საზოგადოებას ამ ვარაუდის საშუალებას ლი სოლ ჩჟუს გაუჩინარე-გამოჩენ სიხშირე აძლევს.
ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ კიმ ჩენის ინის ერთ-ერთი შვილი გოგოა სახელად ჩჟუ ე. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს ამერიკელი კალათბურთელისა და კიმ ჩენ ინთან მოულოდნელად დამეგობრული დენის როდმანის Guardian-ისთვის მიცემული ინტერვიუდან გახდა ცნობილი.
ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან გაიხსენა, რა კარგად გაატარა დრო კიმების ოჯათან ერთად. კალათბურთელმა თავად კიმ ჩენ ინი, როგორც კარგი მამა დაახასიათა, მის ოჯახს კი მშვენიერი უწოდა.
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოები თითქმის არაფერს წერენ ჩრდილოეთ კორეის მმართველი წრის პირად ცხოვრებაზე. საზოგადოებისთვის არც კიმ ჩენ ინის ბავშვობაზეა რამე ცნობილი. პუბლიკის წინაშე ის პირველად 2010 წელს მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა. უფრო მეტიც, ადგილობრივებმა ლიდერის დაბადების თარიღიც კი არ იციან, ითვლება რომ ის ან 1983 ან 1984 წლებშია დაბადებულია. პირველი ლედის არსებობის შესახებ კი ხალხმა შეუღლებიდან სამი წლის შემდეგ, 2012 წელს გაიგო.
ჩრდილოეთ კორეაში ახლა 105 წელია - შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე
რა გვეკრძალება ჩრდილოეთ კორეაში ყოფნის დროს - ჟურნალისტების რეკომენდაციები
როგორი მანქანები ჰყავთ ჩრდილოეთ კორეაში
ჩრდილოეთ კორეაში ქორწინებისა და დაკრძალვის ცერემონიის გამართვა აიკრძალა
საიდუმლოებით იყო მოცული ოჯახისა და მემკვიდრეობითობის საკითხიც. 2011 წელს კიმ ჩენ ირის მემკვიდრედ ხომ სწორედ უმცროსი შვილი დასახელდა, რომელიც იმ დრომდე ფავორიტად საერთოდაც არ ითვლებოდა. ოჯახში, რომ ყველაფერი რიგზე არ არის მიმდინარე წლის თებერვალშიც გამომჟღავნდა, მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინის ნახევარძმა მალაიზიის დედაქალაქის აეროპორტში მოკლეს.
ბევრი რამ არც კიმ ჩენ ინის მეუღლეზე ვიცით, თუმცა საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ის მომღერალი იყო და ჩრდილოეთ კრეის ლიდერის ყურადღება ერთ-ერთი გამოსვლისას მიიპყრო.
ჩრდილოეთ კორეაში ნამდვილად არის მომღერალი, რომლის სახელი პირველი ლედის სახელს ემთხვევა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია იმისა, რომ აღნიშნული მომღერალი და პირველი ლედი ერთი და იგივე ადამიანია, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ჩაცმის დასავლური სტილითა და დახვეწილი მანერებით ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის მიშელ ობამასაც ადარებდნენ. სწორედ ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ ქვეყნის ახალ ლიდერს უფრო რბილი ღია პოლიტიკა ექნებოდა, თუმცა ბირთვული იარაღის გამოცდის ინტენსიურობასთან ერთად იმედებიც გაცრუვდა და ვიტარებაც დაიძაბა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ისევე, როგორ ბევრი რამ ჩრდილოეთ კორეაში, კიმების ოჯახიც საიდუმლოებითაა მოცული.
მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი სახელმწიფოდან ახალი ამბები ძირითადად სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის საშუალებით ვრცელდება. სწორედ სეულმა გაავრცელა ინფორმაცია კიმ ჩენ ინის მეუღლის, ლი სოლ ჩჟუს მშობიარობის შესახებ, სავარაუდოდ მან მესამე შვილი გააჩინა.
მისი ორსულობის შესახებ პირველი ეჭვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა, როდესაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა.
ქვეყნის მთავარი წყვილის პირველი შვილები დაახლოებით 2010 -2013 წლების შუალედში გაჩდნენ. თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის ჰყავს თუ არა კიმ ჩენ ინს ვაჟი-მემკვიდრე, რადგან პირველი და მესამე შვილის სქესი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. თუმცა დადასტუერებული არც ის არის რომ ქვეყნის პირველ წყვილს სამი შვილი ჰყავს, საზოგადოებას ამ ვარაუდის საშუალებას ლი სოლ ჩჟუს გაუჩინარე-გამოჩენ სიხშირე აძლევს.
ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ კიმ ჩენის ინის ერთ-ერთი შვილი გოგოა სახელად ჩჟუ ე. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს ამერიკელი კალათბურთელისა და კიმ ჩენ ინთან მოულოდნელად დამეგობრული დენის როდმანის Guardian-ისთვის მიცემული ინტერვიუდან გახდა ცნობილი.
ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან გაიხსენა, რა კარგად გაატარა დრო კიმების ოჯათან ერთად. კალათბურთელმა თავად კიმ ჩენ ინი, როგორც კარგი მამა დაახასიათა, მის ოჯახს კი მშვენიერი უწოდა.
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოები თითქმის არაფერს წერენ ჩრდილოეთ კორეის მმართველი წრის პირად ცხოვრებაზე. საზოგადოებისთვის არც კიმ ჩენ ინის ბავშვობაზეა რამე ცნობილი. პუბლიკის წინაშე ის პირველად 2010 წელს მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა. უფრო მეტიც, ადგილობრივებმა ლიდერის დაბადების თარიღიც კი არ იციან, ითვლება რომ ის ან 1983 ან 1984 წლებშია დაბადებულია. პირველი ლედის არსებობის შესახებ კი ხალხმა შეუღლებიდან სამი წლის შემდეგ, 2012 წელს გაიგო.
ჩრდილოეთ კორეაში ახლა 105 წელია - შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე
რა გვეკრძალება ჩრდილოეთ კორეაში ყოფნის დროს - ჟურნალისტების რეკომენდაციები
როგორი მანქანები ჰყავთ ჩრდილოეთ კორეაში
ჩრდილოეთ კორეაში ქორწინებისა და დაკრძალვის ცერემონიის გამართვა აიკრძალა
საიდუმლოებით იყო მოცული ოჯახისა და მემკვიდრეობითობის საკითხიც. 2011 წელს კიმ ჩენ ირის მემკვიდრედ ხომ სწორედ უმცროსი შვილი დასახელდა, რომელიც იმ დრომდე ფავორიტად საერთოდაც არ ითვლებოდა. ოჯახში, რომ ყველაფერი რიგზე არ არის მიმდინარე წლის თებერვალშიც გამომჟღავნდა, მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინის ნახევარძმა მალაიზიის დედაქალაქის აეროპორტში მოკლეს.
ბევრი რამ არც კიმ ჩენ ინის მეუღლეზე ვიცით, თუმცა საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ის მომღერალი იყო და ჩრდილოეთ კრეის ლიდერის ყურადღება ერთ-ერთი გამოსვლისას მიიპყრო.
ჩრდილოეთ კორეაში ნამდვილად არის მომღერალი, რომლის სახელი პირველი ლედის სახელს ემთხვევა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია იმისა, რომ აღნიშნული მომღერალი და პირველი ლედი ერთი და იგივე ადამიანია, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ჩაცმის დასავლური სტილითა და დახვეწილი მანერებით ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის მიშელ ობამასაც ადარებდნენ. სწორედ ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ ქვეყნის ახალ ლიდერს უფრო რბილი ღია პოლიტიკა ექნებოდა, თუმცა ბირთვული იარაღის გამოცდის ინტენსიურობასთან ერთად იმედებიც გაცრუვდა და ვიტარებაც დაიძაბა.
მკითხველის კომენტარები
(0)