მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია
მექსიკაში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის შსს იუწყება.
"მათგან 71 ადამიანი ოახაკას შტატიდანაა, 15 - ჩიაპასადან, 4 - ტაბასკოდან" , - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 65 იყო.
მექსიკის სანაპიროებთან 8,2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.