
ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე ბავშვის გიგანტური პორტრეტი დაამონტაჟეს. ბავშვის 20-მეტრიანი გამოსახულება რკინის ღობეს გადაჰყურებს, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზეა გავლებული. უზარმაზარი შავთეთრი ფოტო მექსიკის მხარეს ქალაქ ტიხუანას მახლობლად დაამონტაჟეს. აშშ-ის ტერიტორიიდან ისე ჩანს თითქოს ბავშვი რკინის ღობეს არის ჩაჭიდებული. ინსტალაცია ფრანგი მხატვრისა და ფოტოგრაფის მიერ არის შექმნილი.
ფოტოგრაფის თქმით, მისი მთავარი მიზანი იყო ამერიკელი კანონმდებლებისთვის შეეხსენებინა, რომ მათ წესით უნდა ჰქონდეთ გული.
"უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც მექსიკა-აშშ-ის საზღვარს კვეთს, ამას უკეთესი ცხოვრებისთვის აკეთებს, ინსტალაციის მიზანიც სწორედ ამ სურვილის დემონსტრირებაა"- ამბობს ფოტოგრაფი.
მექსიკასთან საზღვრის დამონტაჟება თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
არსებული ინფორმაციით, ტექნიკურად აღჭურვილი კედლის მშენებლობა ორი ქვეყნის საზღვარზე, დაახლოებით, 21 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება მექსიკისთვისაც სურდა, თუმცა პრეზიდენტმა, ენრიკე პენია ნიეტომ, ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
რა შეტყობინებას ატარებს მექსიკა - აშშ-ის საზღვარზე დამონტაჟებული გიგანტური პორტრეტი