
ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. ბავშვები კლინიკა "მედიქალ სითიში" წუხელ ეტაპობრივად შეიყვანეს. კლინიკის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში. მისივე თქმით, ჯერჯერობით ვარაუდია შიგელოზზე, რაც არის ნაწლავური ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.
რაც შეეხება წინა დღეებში შეყვანილ 11 ბავშვს, მათგან 4 გაეწერა, 7 კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. მომხდარის გამო მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ კანონი არა ჩვენ, არამედ უკრაინის მესაზღვრეებმა დაარღვიეს, პოროშენკოს, ავაკოვის და სხვების დავალებით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, სასტუმროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სააკაშვილმა ადგილზე გაიარა სასაზღვრო პროცედურები, ჟურნალისტების და მხარდამჭერების თანდასწრებით.
"პირველი წუთებიდან, როცა ჩემ წინააღმდეგ იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, მიმდინარეობდა კანონის დარღვევა. ამიტომ უკრაინის თითოეულ მესაზღვრესთან მაქვს თხოვნა. ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ორი დღეა მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს დავარღვიე კანონი და საზღვარი უკანონოდ გადმოვლახე. მომხდარი შეადარეს დონბასს, ჩვენ სულელები ვგონივართ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ის პერიოდი გაიხსენა, როცა მესაზღვრედ თავად მუშაობდა.
"მე თავად ვიყავი მესაზღვრე და იმ დროიდან შემოვინახე ძალიან კარგი ურთიერთობა ბევრ ოფიცერთან. ზოგიერთი მათგანი კიდევ მსახურობს სასაზღვრო სამსახურში. ჩვენ მესაზღვრეებთან ურთიერთობაში პრობლემა არ გაგვაჩნია, ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, სამხედროებს და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ, მე არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას და არ ვცემ პატივს. მინდა განვაცხადო, რომ მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა და არ არსებობს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი ქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩემი პოზიციების შეცვლას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. მათ შეეძლოთ აეღოთ და შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორც გავიგე, ცდილობენ ჩვენი მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაამტკიცონ. ამას ვერ შეძლებენ და პირიქით, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ კანონი სწორედ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დაარღვიეს პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ ასრულებენ საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(0)