18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ლონდონის მეტროში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო | Allnews.Ge

ლონდონის მეტროში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ლონდონის მეტროში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

გუშინ, მეტროსადგურ Parsons Green-ზე, რომელიც ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, თუმცა, არასრული სიმძლავრით.

ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავებულია 29 ადამიანი.

ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია, - ამის შესახებ Sky News-ის კორესპონდენტი მარკ უაიტი იუწყება.

უაიტის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას უსაფრთხოების სამსახურში მოაწოდეს. მისივე ცნობით, ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერების საშუალებით მოხერხდა.