26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ნატოს" ინფორმაციით, რუსეთ-ბელორუსის სამხედრო წვრთნებში ბალისტიკურ რაკეტებსაც იყენებენ | Allnews.Ge

"ნატოს" ინფორმაციით, რუსეთ-ბელორუსის სამხედრო წვრთნებში ბალისტიკურ რაკეტებსაც იყენებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნების, "ზაპად 2017"-ის ამსახველი კადრები გაავრცელა. ვიდეოში ლენინგრადის რეგიონში მიმდინარე სასროლო წვრთნები ჩანს.

სამხედრო წვრთნები "ზაპად 2017" 14 სექტემბერს დაიწყო და ბელორუსისა და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სამხედრო წვრთნებს თვალყურს "ნატოს" წარმომადგენლობა ადევნებს, რომელთა ცნობითაც წვრთნები იმაზე გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე წინასწარ იყო გაცხადებული. "ნატო"-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, წვრთნებში არა თუ 12 700, არამედ 100 000-მდე სამხედრო მონაწილეობს და ბალისტიკურ რაკეტებსაც იყენებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და საფრთხე არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება.