
საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა, რომელიც პოლიციასა და სამაშველო სამსახურზეა პასუხისმგებელი, ქვეყანაში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო, რომელსაც 91 ადამიანი ემსხვერპლა, თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, ხანძრის შედეგად ასეთი რაოდენობის ადამიანების გარდაცვალების შემდეგ თანამდებობაზე ვერ დარჩება. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სთხოვა, თუმცა ალექსის ციპრასმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ხანძარი საბერძნეთში, აღმოსავლეთ ათიკაში 23 ივლისს დაიწყო, რამაც 91 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე ათეული ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ სახვაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უბედურ შემთხვევას გადაურჩა, ვინაიდან იმ შენობებიდან გამოსვლა მოასწრო, რომლებიც მოგვიანებით ჩამოინგრა.
"საქართველოს ყველა მოქალაქესთან, რომელიც მექსიკაში იმყოფება, კონტაქტზე გავედით. მადლობა ღმერთს, ყველა კარგადაა, თუმცა რამდენიმე ბეწვზე გადაურჩა ტრაგედიას - ისინი იმ შენობებში იმყოფებოდნენ, რომლებიც დაინგრა, თუმცა გამოსვლა მოასწრეს. სამწუხაროდ, ამ ადგილებზე არის მსხვერპლი.
ასევე მუდმივ კონტაქტზე ვართ მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათგანაც გვაქვს დადასტურებული პასუხი, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ირიცხებიან", - განაცხადა საელჩოს მრჩეველმა.
მკითხველის კომენტარები
(5)
მაგარიააა
ჯერ იმდენი ფული უნდა ნახო ნაქირავებ ბინაში გადაიხადო და შემდეგ იოცნებო ასეთ სასტუმროზე