
საბერძნეთში დაკარგული საქართველოს მეორე მოქალაქეც იპოვეს. აღნიშნულის შესახებ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
"გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, საელჩომ მოძებნა და ამჟამად ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ, ახლობლებთან ერთად იმყოფება. შესაბამისად, გუშინ საღამოდან ამ მომენტამდე, საელჩოს "ცხელ ხაზზე" შემოსულ ყველა შეტყობინებაზე საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ამ შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან. საბერძნეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ, თუმცა, საელჩოს ინფორმაციით, ორივე მათგანი ნაპოვნია და უსაფრთხოდაა.
საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთში მყოფი მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მექსიკაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 250-მდე ადამიანი. ამდროისთვის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამაშველო პროცესებში ჩართულია სამხედრო ნაწილიც.
სტიქიამ გაანადურა შენობების დიდი ნაწილი, დაზიანებულია ავტომობილები.
მკითხველის კომენტარები
(0)