
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ, - ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაახმაურა.
"გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივცემას და არიან განსაკუთრებული ადამიანები, უკვე ძალიან ხანდაზმულები, არიან ძალიან მეომრული შემართებით. გუშინ პრაქტიკულად მთელი დღე გავატარე მათთან.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რა შეღავათებით სარგებლობენ ომის ვეტერანები საქართველოში?
მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი ძირითადად ეკონომიკურ ბლოკთან და მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახლემწიფოსი. ეს იქნება მათდამი მადლიერების მცირედი გამოხატულება", - განაცხადა პრემიერმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აშშ-მ "ისლამური სახელმწიფოს" მთავარი სამიზნეები დაასახელა. ამის შესახებ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელ ნიკოლას რასმუსენზე დაყრნობით გამოცემა Washingtonexaminer-ი იუწყება.
როგორც ცნობილი გახდა, ტერორისტები იერიშების მიტანას აეროპორტებსა და თვითმფრინავებზე გეგმავენ.
"ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ მათი შესუსტება შესაძლებელია. თუმცა, შესწევთ უნარი ადამიანების გადაბირებით გააფართოვონ დაჯგუფების რიგები, ვხედავთ რა ხდება ევროპაში. ტერორისტები კარგად აცნობიერებენ, რომ ეკონომიკური ზარალის მიყენება შესაძლებელია თვითმფრინავების განადგურებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტერაქტებს ბევრი ადამიანი შეეწირება", - განაცხადა რასმუსენმა.
მკითხველის კომენტარები
(3)
სამ ადამიანს ეზრდება პენსია. <br />პ.ს. სანამ ესენი რეალურად გაუზრდიან იმ სამ ადამიანს პენსიას რეალურად დარჩება მარტო ერთი.<br />ღმერთმა კარგად გვიმყოფოს ვეტერანები, ჯანმთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.
ცოტანი რომ არიან იმიტომაცაა რომ გადაწყვიტეთ პენსიის გაორმაგება