
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მორიგი აუდიომიმართვა გაავრცელა. მიმართვა ისლამისტებთან დაკავშირებულ პორტალ al-Furqan-ზე გავრცელდა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების მიმართვებს ადრეც ავრცელებდა, - იუწყება Associated Press.
46-წუთიან მიმართვაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს მთელ მსოფლიოში დაწვან მტრები და მთელი ძალები „ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე“ მიმართონ.
„ხალიფატის ჯარისკაცებო და ისლამის გმირებო, მიმართეთ ომის ცეცხლი თქვენი მტრებისკენ. გაააქტიურეთ თქვენი შეტევები და მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე და მათი იდეოლოგიური ომის შტაბ-ბინაზე“, - განაცხადა მან.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ალ-ბაღდადიმ ასევე აღნიშნა, რომ ივლისში ქალაქ მოსულის დაკარგვის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფება ბრძოლას განაგრძობს.
ამავდროულად, მიმართვაში მისი ჩაწერის თარიღი არსად არის მითითებული.
ალ-ბაღდადის წინა მიმართვა გასული წლის ნოემბერში გავრცელდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, თუმცა აშშ-მ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მორიგი აუდიომიმართვა გაავრცელა. მიმართვა ისლამისტებთან დაკავშირებულ პორტალ al-Furqan-ზე გავრცელდა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების მიმართვებს ადრეც ავრცელებდა, - იუწყება Associated Press.
46-წუთიან მიმართვაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს მთელ მსოფლიოში დაწვან მტრები და მთელი ძალები „ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე“ მიმართონ.
„ხალიფატის ჯარისკაცებო და ისლამის გმირებო, მიმართეთ ომის ცეცხლი თქვენი მტრებისკენ. გაააქტიურეთ თქვენი შეტევები და მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე და მათი იდეოლოგიური ომის შტაბ-ბინაზე“, - განაცხადა მან.
ალ-ბაღდადიმ ასევე აღნიშნა, რომ ივლისში ქალაქ მოსულის დაკარგვის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფება ბრძოლას განაგრძობს.
ამავდროულად, მიმართვაში მისი ჩაწერის თარიღი არსად არის მითითებული.
ალ-ბაღდადის წინა მიმართვა გასული წლის ნოემბერში გავრცელდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, თუმცა აშშ-მ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
მკითხველის კომენტარები
(0)