
საფრანგეთის ქალაქ მარსელში, რკინიგზის სადგურში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ "როიტერი" ტერორისტების საინფორმაციო სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით იუწყება.
"მარსელის რკინიგზის სადგურზე მომხდარ თავდასხმაში, რომლის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა, "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკია" პასუხისმგებელი", - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რკინიგზის სადგურზე მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა. გარდაცვლილია ორი ქალბატონი. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა.