
მუსიკალურ ფესტივალზე მისული 20 ათასი ადამიანის მხიარულება და სასიამოვნო დროის ტარების მოლოდინი ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მასობრივ მკვლელობად გადაიქცა. თავდასხმის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი დაშავდა. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, თუმცა არსებული მონაცემების მიხედვით ის მნიშვნელოვნად აჭარბებს გასული წლის ივნისში ორლანდოს გეი კლუბში დატრიალებულ ტრაგედიას, სადაც თავდასხმას 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 58 კი დაშავდა.
ლას-ვეგასში დატრიალებულ ტრაგედიას, ერთი ადამიანის სახელს უკავშირებენ. გამოძიების ფედერალური ბიუროს განმარტებით, თავდამხმელი ლას-ვეგასის 64 წლის მაცხოვრებელი სტივენ პადოქია. პადოქმა მუსიკის ფესტივალის მონაწილეებს ცეცხლი სასტუმრო Mandalay Bay-ს 32-ე სართულზე მდებარე ნომრიდან გაუხსნა. თავდამსხმელმა არაერთი გასროლა განახორციელა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების მისამართითაც, შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. სტივენ პედოკმა თავი მოიკლა და ეს იქამდე მოახერხა, სანამ სამართალდამცველები მის ნომერს შტურმით აიღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე ის სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში არასდროს მოხვედრილა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და განმარტა, რომ სტივენ პადოკმა ისლამი რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა ექსტრემისტებმა აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად არანაირი სამხილი არ წარადგინეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო პედოქის ექსტრემისტებთან კავშირს ვერ ადასტურებს და ამ დრომდე ეყრდნობა ვერსიას, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ლას-ვეგასის შერიფმა ის დაახასიათა, როგორც გაბოროტებული ადამიანი, რომლესაც სურდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა. თუმცა, "სიენენ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სტივენ პედოქის ძმამ განმარტა, რომ მას იარაღისა და აგრესიისადმი მისწრაფება არასდროს ჰქონია და წარმოდგენა არ აქვს, საიდან იშოვა მან იარაღი.
სამართალდამცველებმა სასტუმროს ნომერში და პედოქის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინეს. სასტუმრო Mandalay Bay-ში ცეცხლსასროლი იარაღის 23 ერთეული აღმოაჩინეს, კიდევ 19 კი მის სახლში ქალაქ მესკიტში. სახლში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობები, 1000-ზე მეტი ვაზნა და უცნაური წარმომავლობის ელექტრონული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც ამ დრომე გაურკვეველია.
ბრიტანული გამოცემა "ინდეფენდენთის" ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის თავდასხმა უკანასკნელი 275 დღის განმავლობაში 273-ე შემთხვევა იყო. აღნიშნული მასშტაბების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელი გამორჩეული არ იყო, რადგან გასულ წელს 383 შემთხვევა დაფიქსირდა, 2015 წელს კი 358. ალაბამას უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ამ მონაცემების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ყველა სხვა მოწინავე ქვეყანას უსწრებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მუსიკალურ ფესტივალზე მისული 20 ათასი ადამიანის მხიარულება და სასიამოვნო დროის ტარების მოლოდინი ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მასობრივ მკვლელობად გადაიქცა. თავდასხმის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი დაშავდა. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, თუმცა არსებული მონაცემების მიხედვით ის მნიშვნელოვნად აჭარბებს გასული წლის ივნისში ორლანდოს გეი კლუბში დატრიალებულ ტრაგედიას, სადაც თავდასხმას 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 58 კი დაშავდა.
ლას-ვეგასში დატრიალებულ ტრაგედიას, ერთი ადამიანის სახელს უკავშირებენ. გამოძიების ფედერალური ბიუროს განმარტებით, თავდამხმელი ლას-ვეგასის 64 წლის მაცხოვრებელი სტივენ პადოქია. პადოქმა მუსიკის ფესტივალის მონაწილეებს ცეცხლი სასტუმრო Mandalay Bay-ს 32-ე სართულზე მდებარე ნომრიდან გაუხსნა. თავდამსხმელმა არაერთი გასროლა განახორციელა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების მისამართითაც, შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. სტივენ პედოკმა თავი მოიკლა და ეს იქამდე მოახერხა, სანამ სამართალდამცველები მის ნომერს შტურმით აიღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე ის სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში არასდროს მოხვედრილა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და განმარტა, რომ სტივენ პადოკმა ისლამი რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა ექსტრემისტებმა აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად არანაირი სამხილი არ წარადგინეს.
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო პედოქის ექსტრემისტებთან კავშირს ვერ ადასტურებს და ამ დრომდე ეყრდნობა ვერსიას, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ლას-ვეგასის შერიფმა ის დაახასიათა, როგორც გაბოროტებული ადამიანი, რომლესაც სურდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა. თუმცა, "სიენენ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სტივენ პედოქის ძმამ განმარტა, რომ მას იარაღისა და აგრესიისადმი მისწრაფება არასდროს ჰქონია და წარმოდგენა არ აქვს, საიდან იშოვა მან იარაღი.
სამართალდამცველებმა სასტუმროს ნომერში და პედოქის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინეს. სასტუმრო Mandalay Bay-ში ცეცხლსასროლი იარაღის 23 ერთეული აღმოაჩინეს, კიდევ 19 კი მის სახლში ქალაქ მესკიტში. სახლში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობები, 1000-ზე მეტი ვაზნა და უცნაური წარმომავლობის ელექტრონული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც ამ დრომე გაურკვეველია.
ბრიტანული გამოცემა "ინდეფენდენთის" ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის თავდასხმა უკანასკნელი 275 დღის განმავლობაში 273-ე შემთხვევა იყო. აღნიშნული მასშტაბების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელი გამორჩეული არ იყო, რადგან გასულ წელს 383 შემთხვევა დაფიქსირდა, 2015 წელს კი 358. ალაბამას უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ამ მონაცემების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ყველა სხვა მოწინავე ქვეყანას უსწრებს.
მკითხველის კომენტარები
(0)