საინტერესო
18.04.2021 / 11:04
შრიფტის ზომა:

20 წელი ავღანეთში: ღირდა ამად ეს ყველაფერი?

20 წელი ავღანეთში: ღირდა ამად ეს ყველაფერი?

2021 წელი მსოფლიო გეოპოლიტიკისთვის ისტორიული წელია, რადგან 20 წლის შემდეგ, აშშ და ბრიტანეთის ძალები ტოვებენ ავღანეთს.

ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დარჩენილი 2, 500-3, 500 ამერიკელი სამხედრო კაცი და ქალი 11 სექტემბრამდე დატოვებს ავღანეთს. 1 მაისს დაიწყება გამოყვანა და 11 სექტემბრამდე უკვე ყველა ჯარისკაცი დატოვებს ქვეყანას. იგივეს გააკეთებს დიდი ბრიტანეთიც და გეგმავს დარჩენილი 750 ჯარისკაცის გაყვანას.

ჯარების გაყვანის თარიღი სიმბოლურია, რადგან 2021 წელს ზუსტად 20 წელი შესრულდება ალ-ქაიდას 09/11-ის ტერორისტულ თავდასხმიდან, რომელიც დაიგემა და განხორციელდა ავღანეთიდან, ეს გახდა საწინდარი, ავღანეთში ამერიკის ჯარების შეყვანის, რამაც დროებით განდევნა ალ-ქაიდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ 20-წლიანი სამხედრო და უსაფრთხოების ჩართულობის ღირებულება ასტრონომიულად მაღალი იყო, როგორც ადამიანური რესურსების, ასევე მატერიალურად. დაიღუპა 2300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო კაცი და ქალი და დაშავდა 20, 000-ზე მეტი, 450-ზე მეტი ბრიტანელი და ასობით სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი, მათ შორის ქართველიც.

არც ავღანეთი ყოფილა უდანაკარგოდ. დაიღუპა უსაფრთხოების ძალების 60, 000-ზე მეტი წევრი და თითქმის ორჯერ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

აშშ-ს გადასახადის გადამხდელის სავარაუდო ფინანსური ღირებულება ახლოსაა 1 ტრილიონი აშშ დოლართან - ასე დაუჯდა ამერიკელებს ეს ომი. შეიძლება უხერხულია, მაგრამ უნდა დაისვას კითხვა ღირდა კი ამად ეს ყველაფერი?

პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ ამას.  მოდით, ერთი წუთით უკან დავიხიოთ და განვიხილოთ, რატომ ჩაერივნენ დადასავლეთის ძალები და რა მიზანს ისახავდნენ.

ხუთი წლის განმავლობაში - 1996-2001 წლებში, ტრანსნაციონალურმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ალ-ქაიდამ შეძლო დამკვიდრება ავღანეთში, მისი ქარიზმატული ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის მეთაურობით. მან ჩამოაყალიბა ტერორისტების საწვრთნელი ბანაკები, შექმნა ძაღლებზე ექსპერიმენტებით საწამლავი აირი, დააკომპლექტდა და გაწვრთნა დაახლოებით 20, 000 ჯიჰადისტი მოხალისე მთელი მსოფლიოში. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ერთდროულ შეტევას კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოებზე 1998 წელს, რომლის დროსაც 224 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად აფრიკელი მშვიდობიანი მოსახლეობა.

ალ-ქაიდას შეეძლო დაუსჯელად ემოქმედა ავღანეთში, რადგან მას იცავდა მაშინდელი მთავრობა: თალიბები, რომლებმაც მთელ ქვეყანაზე კონტროლი აიღეს 1996 წელს, საბჭოთა წითელი არმიის გასვლის შემდეგ.

შეერთებულმა შტატებმა საუდის მოკავშირეების მეშვეობით სცადა დაეყოლიებინა თალიბები ალ-ქაიდას განდევნაზე, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. 2001 წლის 11 სექტემბრის შეტევების შემდეგ ამერიკამ და ბრიტანეთმა მოკავშირე იპოვეს ავღანელთა ანტი-თალიბების ძალებთან, რომლებიც ჩრდილოეთ ალიანსის სახელით არის ცნობილი. ჩრდილოეთ ალიანსმა შეძლო და თალიბები ხელისუფლებიდან გააძევა, ხოლო ალ-ქაიდა საზღვრის გადაღმა - პაკისტანში.

როგორც ბიბისი წერს მისმა წყარომ განუცახა, რომ ავღანეთში ამერიკის ჯარების ყოფნის შემდეგ ავღანეთიდან აღარ განხორციელებულა ისეთი დიდი ტერაქტი, როგორიც იყო 09/11. საერთაშორისო კონტრტერორისტული ზომების გათვალისწინებით, ეს შეიძლება ჩაითვალოს წარმატებად.

რა თქმა უნდა, ეს იქნება უზომოდ გამარტივებული საზომი, რომელიც უგულებელყოფს იმ უზარმაზარ ზარალს, რომელიც კონფლიქტმა გამოიწვია - და ახლაც იმკიან - ავღანელები, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამხედროები. ოცი წლის შემდეგ ქვეყანა ჯერ კიდევ მშვიდად არ არის. მკვლევართა ჯგუფის "მოქმედება შეიარაღებულ ძალადობაზე" თანახმად, 2020 წელს ასაფეთქებელი მოწყობილობებით მეტი ავღანელი დაიღუპა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ალ-ქაიდა, ისლამური სახელმწიფო (IS) და სხვა შეიარაღებული ჯგუფები არ გამქრალა, ისინი წახალისებულნი არიან ბოლო დარჩენილი დასავლური ძალების წასვლით და მოსალოდნელია მათი აღორძინება.

განაგრძეთ კითხვა

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კიევში მომხდარი ტერაქტის ახალი დეტალები - რა აკავშირებს რამზან კადიროვს თავდასხმასთან | Allnews.Ge

კიევში მომხდარი ტერაქტის ახალი დეტალები - რა აკავშირებს რამზან კადიროვს თავდასხმასთან

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი ივან ვარჩენკო აცხადებს, რომ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმაში "რუსული კვალი არსებობს", ხოლო მისი მკვლელობით ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იყო დაინტერესებული. ამის შესახებ ვარჩენკომ ტელეარხ "112 უკრაინას" განუცხადა.

მისი თქმით, კადიროვს შესაძლოა დეპუტატზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდეს, ვინაიდან 2014 წელს ის მოსიჩუკს მოკვლით ემუქრებოდა.

"ვარიანტები ძალიან ბევრია, დამკვეთი კი ერთი - რუსეთი. არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტულად, რამზან კადიროვის მიერ 2014 წელს გაკეთებული განცხადებები, სადაც ის პირდაპირ ამბობდა, რომ მოსიჩუკის და ზოგიერთი მისი კოლეგის მოკვლას აპირებს. გამოძიება სხვა ვერსიებზეც მუშაობს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრიოტეტული სწორედ რუსი დამკვეთის შესახებ ვერსიაა", - განაცხადა მან.

კიევში ტერაქტის შედეგად დაშავებული დეპუტატი იგორ მოსიჩუკი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ორ კვირაში მას კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება, - "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის გამგემ, იგორ კონივეცმა განუცხადა.

"მდგომარეობა მძიმეა. ღამით მას 3-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ძალიან ბევრი ნამსხვრევი ამოვიღეთ", - განცხადა კონივეცმა.

ექიმის თქმით, მოსიჩუკი ახლა ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, "რადიკალური პარტიის" წევრი იგორ მოსიჩუკი თვლის, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის დამკვეთები მოსკოვში არიან.

ამის შესახებ დეპუტატის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მე ვთვლი, რომ დამკვეთები მოსკოვში არიან, შემსრულებლები კი - კიევში. არაა გამორიცხული, რომ პატრიოტულ წრეებში აგენტურა მოქმედებს. უკრაინაში ასეთი დონის სახელმწიფო მოხელეზე ეს პირველი თავდასხმაა", - განაცხადა მოსიჩუკმა.

დეპუტატის თქმით, ის დაცვის წევრმა გადაარჩინა, რომელიც ტერაქტის დროს დაიღუპა.

"მე მხოლოდ დაცვის წევრის, რუსლანის დახმარებით გადავრჩი. 2013 წელს ის "ბერკუტის" წევრი იყო და ბარიკადების მეორე მხარეს იდგა. გუშინ კი გარდაიცვალა, როდესაც მე, ნაციონალისტს, მიცავდა. ცხოვრება შავ-თეთრი არ არის. გამარჯვების მისაღწევად ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ", - ამბობს მოსიჩუკი.

მისი თქმით, მისმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ კიევში ტელეკომპანია "ესპრესოსთან" მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის იგორ მოსიჩუკი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.