
კიდევ ერთი რეფერენდუმი და ავტონომიის მოპოვების კიდევ ერთი მცდელობა. კატალონიის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის სურვილი იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებს ლომბარდიასა და ვენეტოს დაეუფლათ.
ლომბარდიაში, სადაც იტალიის ფინანსური დედაქალაქი მილანი მდებარეობს, რეფერენდუმი 22 ოქტომბერს გაიმართა. რეფერენდუმში მონაწილე ადამიანების 90%-მა რეგიონისთვის გაცილებით ფართო ავტონომიის მინიჭებას დაუჭირა მხარი. ანალოგიურად მოიქცნენ ვენეტოს მაცხოვრებლებიც.
როგორც ცნობილია, ორივე რეგიონის ლიდერი ჩრდილოეთის ლიგის წევრია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნება, რომ მდიდარი ჩრდილოეთი ღარიბი სამხრეთის სუბსიდირებას ახდენს, რაც ლიგის წევრებს უსამართლობად მიაჩნიათ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ორი რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი იტალიის შიდა პროდუქტის 30%-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის მსგავსად ლომბარდიისა და ვენეტოს შემთხვევაში მთავარი არგუმენტი ეკონომიკური კეთილდღეობა და ნაკლებად შეძლებული სამხრეთის "რჩენის" სურვილი არქონაა ლომბარდიის პრეზიდენტი რობერტო მარონი ამბობს, რომ იტალიაში რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს არაფერი აქვს საერთო ესპანეთში არსებულ კრიზისთან.
"ჩვენ არ ვართ კატალონია"- განაცხადა რობერტო მარონიმ მილანში ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოსთვის გაკეთებულ კომენტარში და განმარტა, რომ ლომბარდია რჩება იტალიის შემადგენლობაში, უბრალოდ ითხოვს უფრო ფართო ავტონომიას, მაშიც როდესაც კატალონიას აქვს ამბიცია, რომ ევროკავშირის 29-ე წევრი ქვეყანა გახდეს.
"ჩვენ არა, ყოველ შემთხვევაში ახლა არა" - აღნიშნა მარონიმ.
როგორც ჩანს რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რომში გადასახადის სახით იმაზე ბევრ თანხას გზავნიან, ვიდრე ეს მათ საჯარო ხარჯების სახით უბრუნდებათ. და უხეშად რომ ვთქვათ საკუთარი კონტრიბუციის განახევრება სურთ.
რეფერენდუმის მომხრეების განმარტებით, ლომბარდიის შემოსავლები რეგიონში უნდა დაიხარჯოს და არ უნდა მოხმარდეს მაგალითისთვის სიცილიას. კრიტიკოსები კი რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის არქონაზე მიუთითებენ, რომლის ორგანიზებისთვის მილიონობით ევრო დაიხარჯა, მაშინ როდესაც კანონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ყველა რეგიონს აქვს პირდაპირ რომთან მოლაპარაკების წარმოების შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად რეფერენდუმის ორგანიზატორები ავტონომიის მოთხოვნის უპირატეს საფუძვლად ეკნომიკურ ვითარებას ასახელებენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლომბარდია წლების განმავლობაში იყო დამოუკიდებელი სამეფო, რომელსაც გამძვინვარებული ტომი მართავდა. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ლომბარდია და ვენეტო ამ შემთხვევაში სხვა ავტონომიური რეგიონების მაგალითით ხელმძღვანელობენ, მათ შორის სარდინიის, სიცილიისა და სამხრეთი ტიროლის, რომლებიც ფართო ავტონომიით 1946 წლიდან სარგებლობენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კიდევ ერთი რეფერენდუმი და ავტონომიის მოპოვების კიდევ ერთი მცდელობა. კატალონიის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის სურვილი იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებს ლომბარდიასა და ვენეტოს დაეუფლათ.
ლომბარდიაში, სადაც იტალიის ფინანსური დედაქალაქი მილანი მდებარეობს, რეფერენდუმი 22 ოქტომბერს გაიმართა. რეფერენდუმში მონაწილე ადამიანების 90%-მა რეგიონისთვის გაცილებით ფართო ავტონომიის მინიჭებას დაუჭირა მხარი. ანალოგიურად მოიქცნენ ვენეტოს მაცხოვრებლებიც.
როგორც ცნობილია, ორივე რეგიონის ლიდერი ჩრდილოეთის ლიგის წევრია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნება, რომ მდიდარი ჩრდილოეთი ღარიბი სამხრეთის სუბსიდირებას ახდენს, რაც ლიგის წევრებს უსამართლობად მიაჩნიათ.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ორი რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი იტალიის შიდა პროდუქტის 30%-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის მსგავსად ლომბარდიისა და ვენეტოს შემთხვევაში მთავარი არგუმენტი ეკონომიკური კეთილდღეობა და ნაკლებად შეძლებული სამხრეთის "რჩენის" სურვილი არქონაა ლომბარდიის პრეზიდენტი რობერტო მარონი ამბობს, რომ იტალიაში რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს არაფერი აქვს საერთო ესპანეთში არსებულ კრიზისთან.
"ჩვენ არ ვართ კატალონია"- განაცხადა რობერტო მარონიმ მილანში ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოსთვის გაკეთებულ კომენტარში და განმარტა, რომ ლომბარდია რჩება იტალიის შემადგენლობაში, უბრალოდ ითხოვს უფრო ფართო ავტონომიას, მაშიც როდესაც კატალონიას აქვს ამბიცია, რომ ევროკავშირის 29-ე წევრი ქვეყანა გახდეს.
"ჩვენ არა, ყოველ შემთხვევაში ახლა არა" - აღნიშნა მარონიმ.
როგორც ჩანს რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რომში გადასახადის სახით იმაზე ბევრ თანხას გზავნიან, ვიდრე ეს მათ საჯარო ხარჯების სახით უბრუნდებათ. და უხეშად რომ ვთქვათ საკუთარი კონტრიბუციის განახევრება სურთ.
რეფერენდუმის მომხრეების განმარტებით, ლომბარდიის შემოსავლები რეგიონში უნდა დაიხარჯოს და არ უნდა მოხმარდეს მაგალითისთვის სიცილიას. კრიტიკოსები კი რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის არქონაზე მიუთითებენ, რომლის ორგანიზებისთვის მილიონობით ევრო დაიხარჯა, მაშინ როდესაც კანონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ყველა რეგიონს აქვს პირდაპირ რომთან მოლაპარაკების წარმოების შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად რეფერენდუმის ორგანიზატორები ავტონომიის მოთხოვნის უპირატეს საფუძვლად ეკნომიკურ ვითარებას ასახელებენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლომბარდია წლების განმავლობაში იყო დამოუკიდებელი სამეფო, რომელსაც გამძვინვარებული ტომი მართავდა. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ლომბარდია და ვენეტო ამ შემთხვევაში სხვა ავტონომიური რეგიონების მაგალითით ხელმძღვანელობენ, მათ შორის სარდინიის, სიცილიისა და სამხრეთი ტიროლის, რომლებიც ფართო ავტონომიით 1946 წლიდან სარგებლობენ.
მკითხველის კომენტარები
(0)