
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების პროგრამის გამკაცრებაზე განკარგულება გასცა.
"ახლახან გავეცი განკარგულება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს, რათა უფრო გაამკაცრონ ლტოლვილების მიღების პროგრამა. იყო პოლიტიკურად კორექტული მშვენიერია, მაგრამ არა ამ შეთხვევაში", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია დაკავშირებულია თუ არა ეს ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტთან.
ოქტომბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლტოლვილების მიღების პროგრამის აღდგენა მოხდება, თუმცა 11 ქვეყნიდან მოქალაქეების შერჩევის პროცედურები გაამკაცრა. აღნიშნული პროგრამა 120 დღის განმავლობაში იყო შეჩერებული.