06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დონალდ ტრამპმა შესაძლოა პრეზიდენტობა აღარ მოინდომოს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა შესაძლოა პრეზიდენტობა აღარ მოინდომოს

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი აღარ იყაროს. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს. სენატორ რენდ პოლის განმარტებით, მას ეჭვი ეპარება, რომ დონალდ ტრამპი კვლავ გახდება ქვეყნის პირველი პირი და ფიქრობს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ არც კი უნდა შესთავაზოს მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

კენტუკის სენატორმა რენდ პოლმა, რომელიც ჩაის პარტიის მოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერია, განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის გაგება აპირებს თუ არა დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ბრძოლას იქამდე, სანამ ის ოვალურ კაბინეტში ორ ან სამ წელს არ გაატარებს.

რენდ პოლმა ასევე განმარტა, რომ ის არ დაუჭერს მხარს არავის გარდა იმ კანდიდატისა, რომელიც დაასრულებს ომს ავღანეთში.

რენდ პოლის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, კრის კრისტიმ, გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ მილიარდერი პერეზიდენტი გადაწყვეტს კიდევ ერთხელ არჩვენებში მონაწილეობას, ის კვლავ დაუჭერს მას მხარს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპი მეორე ვდით არჩევას მოინდომებს.

"ოთხი წელი ხანგრძლივი პერიოდია, განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის, ვისაც მთელი ცხოვრება პოლიტიკაში არ გაუტარებია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წლები ტრამპზე განსხვავებულ გავლენას მოახდენს. დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკეთესი იქნება მისთვის, მისი ოჯახისა და ქვეყნისთვის"- აღნიშნა კრის კრისტიმ.

მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებისთვის ჩვეული ქმედება არ არის. რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან დღემდე, თეთრი სახლის მხოლოდ სამმა ლიდერმა თქვა გაცნობიერებული უარი პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ბრძოლაზე.