13 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
06.11.2017 / 07:11
შრიფტის ზომა:

Paradise Papers-ი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგთან სავარაუდო კავშირებზე წერს

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ უილბუს როსს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ "სიბურთან" საქმიანი ურთიერთობები აქვს. ამის შესახებ ნათქვამია Paradise Papers-ის მასალებში, რომლებიც გუშინ ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICJI) გაავრცელა. ორგანიზაციამ ბერმუდის კუნძულებზე მდებარე იურიდიული ფირმა Appleby-ს 7 მილიონ დოკუმენტზე მიიღო წვდომა.

ICJI-ის ინფორმაციით, ოფშორული საწარმოების გზით როსი სანაოსნო ფირმა Navigator Holdings-ში ფლობს წილს. ეს კომპანია კი ჰოლდინგ "სიბურთან" კონტრაქტების შედეგად "მილიონობით დოლარს შოულობს" (68 მილიონი დოლარი 2014 წლიდან).

"სიბური" - რუსეთისა და აღმოსავლეთის ევროპის უმსხვილესი რუსული ნავთობქიმიური კომპანიაა. ამ ჰოლდინგის 17%-ს რუსი ბიზნესმენი გენადი ტიმჩენკო ფლობს, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო სანქციები აქვს დაწესებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთან, ვაჭრობის მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დამტკიცებამდე როსს ამის შესახებ კონგრესისთვის არ უცნობებია.

ICJI-ის მტკიცებით, მინისტრს აქვს "ინტერესთა პოტენციური კონფლიქტები", ვინაიდან ის "აშშ-სა და რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში მთავარ როლს თამაშობს".

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

Paradise Papers-ი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგთან სავარაუდო კავშირებზე წერს | Allnews.Ge