30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
10.11.2017 / 08:11
შრიფტის ზომა:

იემენს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შიმშილობა ემუქრება

იემენში, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდეს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი კრიზისი იქნება. გაეროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სცენარი სწორედ ამგვარად განვითარდება თუ კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით სააჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებზე დაწესებულ ბლოკადას არ მოხსნის და ქვეყანაში ჰუმანიტარულ დახმარებას არ შეუშვებს.

როგორც ცნობილია კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით იემენის საჰაერო საზღვაო და სახმელეთო გადაადგილებაზე ბლოკადა მას შემდეგ დააწესა, რაც ამბოხებულმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქის ერ-რიადის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ოფიციალური ერ-რიადი ვარაუდობს, რომ ამბოხებულმა ჰუსიტებმა ბალისტიკური იარაღი ირანის კონტრაბანდისტული ხომალდების დახმარებით მიიღო.

აღნიშნული ბლოკადის შემდეგ საკვებსა და საწვავზე არსებული ისედაც მაღალმა ფასებმა კულმინაციას მიაღწია, მაშინ როდესაც თვითმფრინავებს, რომლებსაც პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვთს ქვეყანაში, დაფრენის უფლებას არ აძლევენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გაეროს უშიშროების საბჭოს ბრიფინგის დასრულების შემდეგ გაეროს ჰუმანიტარული პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ ლოვკოკმა განაცხადა, რომ ბლოკადა კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ კრიზისს და მილიონობით ადამიანს შიმშილისთვის გაწირავს, ამასტთანავე გამოიწვევს ქოლერის ეპიდემიას.

"ეს არ იქნება საყოველთაო შიმშილის მსგავსი, რაც ჩვენ მიმდინარე წელს სამხრეთ სუდანში ვიხილეთ, რომლის დროსაც ათობით ათას ადამიანს შეეხო, არც იმ შიმშილის მსგავსი, რომელმაც 2011 წელს სომალის 250 ათასი მაცხოვრებლის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური შიმშილი, რაც მსოფლიოს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უნახავს, და მას მილიონობით ადამიანი შეეწირება".

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

იემენს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შიმშილობა ემუქრება | Allnews.Ge