
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს "ტვიტერზე" მორიგ პოსტს უძღვნის. იგი კიმ ჩენ ინის განცხადებას ეხმაურება, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ტრამპს "მოხუცი" უწოდა.
"რატომ უნდა მაყენებდეს კიმ ჩენ ინი შეურაცხყოფას ჩემთვის "მოხუცის" წოდებით, როდესაც მე არასოდეს მოვიხსენიებ მას როგორც დაბალს და მსუქანს. თუმცა, კარგი, მე ვცდილობ ვიყო მისი მეგობარი და ერთ დღესაც შესაძლოა, ეს მოხდეს კიდეც" - წერს დონალდ ტრამპი.