01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის ბავშვი გადარჩა | Allnews.Ge

რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის ბავშვი გადარჩა

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში მცირე ზომის თვითმფრინავ L-410-ის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

"7 ადამიანი დაიღუპა, გადარჩა 3 წლის ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

სულ თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველების ინფორმაციით, "ხაბაროვსკის ავიახაზების" თვითმფრინავი ხაბაროვსკიდან დაბა ნელკანში მიფრინავდა. "მან ასაფრენ ბილიკამდე ვერ მიაღწია და ხისტი დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის კორპუსი განადგურებულია, აფეთქება ან ხანძარი არ ყოფილა", - აღნიშნავენ უწყებაში.