09 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
15.11.2017 / 06:11
შრიფტის ზომა:

მედიის ინფორმაციით, ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ნაწილებიდან დედაქალაქ ჰარარეს მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონები დაიძრა.

გავრცელდა ცნობები სამხედროების მიერ ტელეცენტრის დაკავების შესახებ.

ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი ქმედებები ჰარარეში "მართვის სამხედრო გზით დაუფლებას" არ წარმოადგენს და "დამნაშავეების" წინააღმდეგ არის მიმართული. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ხალხისადმი მიმართვაში ზიმბაბვეს ჯარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედროების ქმედებები მიმართულია "იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს".

"როგორც კი ჩვენს მისიას დავასრულებთ, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება", - აცხადებენ სამხედროები.

ტელემიმართვის დროს ზიმბაბვეს ჯარის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს და მის ოჯახს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს 93 წლის პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ თანამდებობიდან საკუთარი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა, რომელიც ქვეყნის ლიდერის სავარაუდო მემკვიდრედ ითვლებოდა და სამხედროების მხარდაჭერით სარგებლობდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მედიის ინფორმაციით, ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა | Allnews.Ge